დღეს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში პრემიერაა. ოპერის სცენაზე ვერდის „ტრავიატა“ ბრუნდება.
თეატრის დასი ამ დღისთვის ოთხი თვის განმავლობაში ემზადებოდა. მასში მონაწილეობას ქუთაისის ოპერის თეატრის მსახიობების გარდა თბილისელი მომღერლებიც იღებენ.
სპექტაკლის დირიჟორი ბაადურ სამადაშვილია, რეჟისორი –მაია გაჩეჩილაძე, წამყვან პარტიებს ბადრი სახამბერიძე, რამაზ კუბლაშვილი და ნაირა კიკოლიაშვილი ასრულებენ.
სპექტაკლზე მისულ მაყურებელს სხვა მრავალი სანახაობაც ელოდება.