საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქართულად ამღერებული საქართველო...
2015/07/14 13:26:34

ჩვენი ესტრადის ვარსკვლავები რატომღაც ერიდებიან ქართული სიმღერების შესრულებას.  მაყურებლის წინაშე უმეტესობა უცხოენოვანი სიმღერებით წარსდგება ხოლმე ხოლო ისინი, ვინც ცდილობს, რომ  ქართულად ამღერდნენ, მსმენელისთვის ცოტა არ იყოს შეუმჩნევლები არიან.

 

მინდა გაგაცნოთ ქართველი მომღერლების კომენტარები ამ თემასთან დაკავშირებით.

 

ნიკა ჩიტიშვილი: პოპულარობა ქართულმა სიმღერამ  მომიტანა.  ყველაზე კომფორტულია ჩემთვის ქართული სიმღერა.  მიუხედავად იმისა, რომ უცხოენოვანი სიმღერები მიყვარს, ვასრულებ და ვწერ კიდეც, უპირატესობას მაინც ქართულს ვანიჭებ.

 

როცა შესაბამისი სახსრები გამოჩნდება,  აუცილებლად გავაკეთებ ახალს. ამასთანავე ვაპირებ რომ ცოტათი შევცვალო მიმართულება...

 

თათია პეტრიაშვილი: ვმღერი პატარა ასაკიდან, ალბათ, იმ დროიდან, როცა ლაპარაკი ვისწავლე. რა თქმა უნდა, სიმღერას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, რადგან, როცა ვმღერი ბედნიერი ვარ. ქართულ ფოლკლორი უნიკალური რამაა, თუმცა მის მიმართ დამოკიდებულება დასახვეწია. ჩემი აზრით, ყველამ უნდა შეიტანოს პატარა წვლილი ქართული ფოლკლორის გავითარებისთვის.

 

ფანდურა ბექაური: მე ფოლკლორზე წინ არც ერთ ჟანრს არ დავაყენებ, ფოლკლორული სიმღერები და საკრავები არის ჩვენი მამა-პაპათაგან მოყოლილი და ყველამ პატივი უნდა ვცეთ.



ნათია ნეფარიძე

P.S.-ის მედია სკოლის მონაწილე, სკოლა ორგანიზებულია სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის“ ფარგლებში

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2209
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია