დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მემორანდუმი შშმ პირთა განათლებისა და დასაქმებისთვის
2015/07/13 22:35:03

13 ივლისს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირების  საპილოტე პროგრამის ფარგლებში  ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების    ცენტრსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


მემორანდუმის თანახმად ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ვალდებულებას იღებს,  მობილიზება გაუკეთოს პროფესიული განათლებით დაინტერესებულ შშმ პირებს და მოახდინოს მათი რეფერირება წერეთლის  უნივერსიტეტში არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე  პროფესიული განათლების მიღების მიზნით; ასევე იმუშაოს იმ შშმ პირთა დასაქმებაზე, რომელთაც დაასრულეს საუნივერსიტეტო პროგრამები; უნივერსიტეტისათვის, ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე შშმ პირების შეთავაზება.


 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი კი ვალდებულებას იღებს: ჩართოს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ რეფერირებული შშმ პირები საგანმანათლებლო პროცესში; ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს მიაწოდოს ინფორმაცია  შშმ სტუდენტების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დაცვით;  შშმ პირების განათლებისა და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვკატირების საპილოტე პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებისა და პრეზენტაციებისთვის გამოყოს საუნივერსიტეტო სივრცე, შესაბამისად პერიოდული  უზრუნველყოს შეხვედრები სტუდენტებსა და ლექტორ–მასაწავლებლებთან, პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სიახლეების მიწოდების მიზნით;

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4463
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია