დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორი იქნება ზაფხულის დღეები ახალგაზრდებისთვის ქუთაისში?
2015/07/12 18:29:20

შუა ზაფხულია, ზოგი ქალაქში გადის, ზოგიც რჩება.  ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, სად გავერთოთ?

ამ მთავარი კითხვაზე პასუხის გასაცემად თამარ ნიკოლეიშვილს ვესაუბრეთ,  ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის,  ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების  უფროსს თამარ ნიკოლეიშვილს ვესტუმრეთ.

როგორი ზაფხული გველის, შევძლებთ გაერთოთ?

-         ქუთაისის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება ძალიან ბევრს მუშაობს ამ მიმართულებით:  იგეგმება ლიტერატურული საღამოები,  ასევე ჩვენ ვაპირებთ მოვაწყოთ ახალგაზრდული ბანაკები,  როგორც სამთო ასევე ზღვის,  სადაც მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ტრენინგ სემინარები მათ შორის მოხალისეობაზე.  ჩვენ გვსურს რომ მოხალისეობის სფერო უფრო განვითარებული იყოს ჩვენს ქალაქში.  ასევე სავარაუდოდ იქნება ერთი სკაუტური ბანაკიც.  

-         ბანაკი რა ასაკის ახალგაზრდებისთვის არის განკუთვნილი და ვინ იქნებიან ეს ახალგაზრდები?

-         დიახ ასაკი შეზღუდულია,   15 დან 18 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ და წავიდნენ ბანაკებში.  რაც მონაწილეთა გარკვეული  რაოდენობა უკვე არჩეულია.  ისინი  იმ ღონისძიებების გამარჯვებულები არიან,  რომლებიც მთლი წლის განმავლობაში  ტარდებოდა,   დარჩენილ ადგილებზე ალბათ კონკურსის წესით შევარჩევთ მონაწილეებს. 

-         კიდე რა ღონისძიებები გაქვთ?   

-         მოგეხსენებათ ზაფხული ცოტა პასიური სეზონია

 ახალგაზრდები გასულები არიან ქალაქიდან, უფრო აქტიურები სექტემბრიდან ვიქნებით.  

ახლა მიმდინარეობს პროექტი ,,პოეზიის ცისფერი ყანწები’’, მონაწილეობის მიღება მე-9, მე-10, მე-11  კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ და კონკურსი გულისხმობს,  ცისფერ ყანწელთა შემოქმედების უფრო გაცნობას და მათ შესახებ ესეს მომზადებას, კონკურსში გამარჯვებული მონაწილეების ესები დაიბეჭდება ჟურნალ ,,განთიადში’’ ასევე ფულად ჯილდოს მიიღებენ მერიიდან.

-         დიდი მადლობა, წარმატებები.

 

კესო ჯანელიძე, გიორგი გაბრიაძე

გაზეთ ,,P.S.’’-ის მედია სკოლის მონაწილე| სკოლა ორგანიზებულია სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3212
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია