საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რამდენით და როგორ დააფინანსა მთავრობამ ანტიდასავლური მედიასაშუალებები
2015/07/10 11:39:21

მედიის განვითარების ფონდმა ჩაატარა კვლევა  „საბიუჯეტო სახსრები სიძლვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების მედიაში", რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციამ 8 ივლისს სპეციალური განცხადებით უპასუხა: „ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არც ერთი მედიასაშუალება, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, პრივილეგირებული მიდგომით არ სარგებლობს. ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვის თავისუფლებას და უზრუნველვყოფთ თანაბარ პირობებს ყველა მედიასაშუალებისთვის“.


თავის მხრივ, მედიის განვითარების ფონდი საპასუხო წერილს აქვეყნებს იმ დოკუმენტებთან ერთად, რომლითაც კვლევის ავტორები მიუთითებენ საბიუჯეტო სახსრებით სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების მედიასაშუალებების დაფინანსების არსებობაზე.


განცხადებაში ნათქვამია: 8 ივლისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელიც მედიის განვითარების ფონდის კვლევას „საბიუჯეტო სახსრები სიძლვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების მედიაში" ეხმაურება.

 

განცხადებაში აღნიშნულია, თითქოს MDF-ის ანგარიშში  საუბარია არა კონტრაქტებზე, არამედ, ბეჭდური პრესის გამოწერაზე, განურჩევლად მათი საინფორმაციო პოლიტიკისა.

 

ვთვლით, რომ მთავრობის ადმინისტრაციის კომენტარი არის მონაცემებით მანიპულირება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს კვლევაში საერთოდ არ შესულა სახელმწიფო უწყებების მიერ ბეჭდური მედიის გამოწერის თანხები და შესაბამისად, ეს არგუმენტი იმ პრობლემის ასახსნელად ვერ გამოდგება, რომელსაც ჩვენი ანგარიში ასახავდა. კვლევის მიზანი იყო, ეჩვენებინა, რამდენად იცავს სახელმწიფო ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას, რომელიც რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიას (ECRI) ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოებისადმი აქვს შემუშავებული და ავალდებულებს ხელისუფლებებს, არადისკრიმინაციული პოლიტიკის დაცვა კონტრაქტების გაცემის წინაპირობად აქციონ. ამდენად, კვლევაში მნიშვნელოვანი იყო არა თანხების მოცულობა, არამედ მათი იმ მედია საშუალებებზე გაცემის მიზენშეწონილობის პრობლების ჩვენება, რომელთაც დაუფარავი დისკრიმინაციული სარედაქციო პოლიტიკა აქვთ.

იმის საილუსტრაციოდ, რომ კვლევაში ასახული მონაცემები სარეკლამო ხელშეკრულებებს შეეხება და არა გაზეთის გამოწერას, განცხადებას თან ვურთავთ რამდენიმე კონტრაქტის ასლსს, რომელიც  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსერთიან ელექტრონულ ბაზაში ნებისმიერი მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი, ასევე იმ ხელშეკრულების ასლებს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სამინისტროს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა სასამართლო დავის ეტაპზე მოგვაწოდეს.

და ბოლოს, პრესსამსახურის განცხადება მხედველობაშიც რომც მივიღოთ, ერთობ არადამაჯერებელ სურათს ვიღებთ: ქვემოთ მოყვანილი წლიური სახელშეკრულებო თანხების მიხედვით გამოდის, რომ საშუალოდ თითო გაზეთის ღირებულება ცალკეულ უწყებას გამოწერით სულ მცირე 25-დან 100 ლარამდე უჯდება, მაშინ, როცა მათი საცალო ღირებულება 1 ლარიდან 2,50 ლარამდეა. ხოლო ჟურნალი „ტაბულა", რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში იმ გამოცემათა ჩამონათვალშია მოყვანილი, რომელთაც სახელმწიფო უწყებები იწერენ, თავად „ტაბულას" რედაქციისგანცხადებით, უკვე ერთი წელია აღარ გამოდის.


დანართი #1. ბეჭდვითი მედია (კონტრაქტების ნაწილი):

 


სამინისტრო/სსიპ

გაზეთი

ხელშეკრულების საგანი

ღირებულება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიცია

„ალია" ჰოლდნგი

ხელშეკრულება #11/ 05,  2013

დამკვეთის მიერ მიწოდებული სარეკლამო მასალის გამოქვეყნება       

36 000 ლარი

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

„საქართველოს რესპუბლიკა"

ხელშეკრულება გ.ტ. #5-13 (SPA120029080), 2013

მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის საქმიანობასთან დაკავშირებით  განცხადებების ბეჭდვის და გავრცელების მომსახურება (45 000 სმ2).

14099.85ლარი

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

„საქართველოს რესპუბლიკა"

ხელშეკრულება # 2-14 (SPA130028780), 2014

მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადებების ბეჭვდის და გავრცელების მომსახურება (45 000 სმ2).

13 950 ლარი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

 

„საქართველოს რესპუბლიკა"

ხელშეკრულება #40  (SPA 140001459)2014

განცხადებების ბეჭდვისა და გავრცელების მომსახურება

6893 ლარი

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპიგარემოს ეროვნულისააგენტო

„საქართველოს რესპუბლიკა"

ხელშეკრულება #1-11 (CMR140019339) 2014# 1-233 (CMR140146432) 2014;ურთიერთშეთანხმების აქტი #1.

განცხადების ბეჭდვა და გამოქვეყნება.

სულ 5488,48 ლარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ-ი 112

 

„ალია" ჰოლდინგი

ხელშეკრულება #4, 2013

საიტზე დამკვეთისგან მიწოდებული ბანერები, პრესრელიზები და ანონსების განთავსება.

4 200 ლარი

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ-ი სოციალურიმომსახურებისსააგენტო

„ასავალ-დასავალი"

ხელშეკრულება #158 (CMR 130107078), 2013.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიწოდებული ბუკლეტების განთავსება 2013 წლის 8 ივლისის „ასავალ-დასავალში".

1200 ლარი

 


 დანართი #2. სატელევიზიო მედია


სამინისტრო/სსიპ

ტელევიზია

ხელშეკრულების საგანი

ღირებულება

შინაგან საქმეთა სამინისტრო

„ობიექტივი"

ხელშეკრულება #268,2014

სოციალური ვიდეო რგოლების „ობიექტივის" ეთერში განთავსება

9178.04 ლარი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

„ობიექტივი"

ხელშეკრულება #1270, 2013

სარეკლამო მასალის „ობიექტივის" ეთერშიგანთავსება

5000 ლარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ-იმომსახურების სააგენტო

„ობიექტივი"

ხელშეკრულება #494, 2013

სარეკლამოსაინფორმაციო მასალის"ობიექტივის" ეთერშიგანთავსება

10501.71USD

თავდაცვის სამინისტრო

„ობიექტივი"

ხელშეკრულება #347, 2014

ტელეეთერის დროის შესყიდვა, რეკლამისგანთავსება

5461.71 USD

განათლების სამინისტრო

„ობიექტივი"

ხელშეკრულება #08-109/2, 2013

სარეკლამო მასალის „ობიექტივის" ეთერშიგანთავსება

4800 ლარი

ღვინის სააგენტო

„ობიექტივი"

ხელშეკრულება #254(CMR 130310221) , 2013

რეკლამის განთავსება

5, 000 ლარი


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 20645
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია