საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას პრემია მხოლოდ ორჯერ აქვს აღებული
2015/07/10 11:22:51

ქუთაისის მერიაში გაცემული პრემიებისა და დანამატების გაზრდილ რაოდეგობაზე ბოლო დროს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და საინფორმაციო სააგანტოები დაინტერესდნენ. მერიის პრესსამსახური თემასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აკეთებს განმარტებას და ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ზოგადად ადასტურებს ინფორმაციას, რომ მერიის სამსახურებისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლები იღებენ დანამატებს ზეგანაკვეთური შრომისთვის. ერთადერთი გამონაკლისი, ქუთაისის მერიის ინფორმაციით, არის ქალაქის მერი შოთა მურღულია.

 

„ხშირად სვამენ კითხვას სახელფასო დანამატების გაცემასთან დაკავშირებით. რადგან მერიაში აუცილებელი გახდა ზეგანაკვეთური შრომა, დასახული ამოცანების გადასაწყვეტად თანამშრომელთა გარკვეულ ნაწილს უწევს არასამუშაო საათებში და უქმე დღეებში მუშაობა. ბოლო წელიწადნახევარია, მერიის რამდენიმე სამსახური დილის 6 საათზე იწყებს მუშაობას. ხოლო თანამშრომელთა საკმაო ნაწილი საღამოს 9 საათზე ასრულებს სამუშაო დღეს. რაც შეეხება მერიის მაღალი თანამდებობის პირებს, ისინი გვიან ღამემდე მუშაობენ. ასევე, მოქალაქეთათვის მომსახურების სერვისის გაუმჯობესების მიზნით, მერიის ადმინისტრაციული ერთეულები (მუნიციპალიტეტები) ყოველ შაბათ დღეს მუშაობენ.

 

მერიის ყველა ამ თანამშრომელს ზეგანაკვეთური და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულებისთვის ეკუთვნის კანონით განსაზღვრული დანამატი. მერია აქაც კანონის შესაბამისად მოქმედებს და ყველა ეს თანამშრომელი გარკვეულ სახელფასო დანამატს იღებს. ერთადერთი გამონაკლისი არის ქ. ქუთაისის მერი შოთა მურღულია, რომელმაც უარი განაცხადა სახელფასო დანამატის დანიშვნაზე და პრემიაზე. მიუხედავად იმისა, რომ იგი კვირის შვიდივე დღეს სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს.

 

ზოგჯერ საინფორმაციო სააგენტოები ცალმხრივად და არაკომპეტენტურად ავრცელებენ ინფორმაციებს. მაგალითად: ერთ-ერთმა სააგენტომ გამოითხოვა ინფორმაცია ბოლო წლებში ქალაქის მერების მიერ მიღებული პრემიებისა და ხელფასების შესახებ. მერიამ ეს ინფორმაცია სრულად მიაწოდა ადრესატს. წერილში მითითებული იყო, რომ შოთა მურღულიას 2014 წელს მერად არჩევის შემდეგ პრემია საერთოდ არ აუღია. ამასთან საინტერესოა, რომ მერად არჩევამდე შოთა მურღულია ერთდროულად ორ თანამდებობას ითავსებდა: იყო ვიცე-მერი და მერის მოვალეობის შემსრულებელი და კანონიერი უფლება ჰქონდა აეღო ორი ხელფასი, რაზეც უარი განაცხადა, ამით კი ბიუჯეტს 10 ათასი ლარი დაუზოგა. მერად არჩევის შემდეგ შოთა მურღულიამ პრემიაზე და დანამატზეც უარი თქვა. მას პრემია მხოლოდ ორჯერ აქვს აღებული და ეს მოხდა 2013 წელს და 2014 წლის დასაწყისში. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია ჟურნალისტისთვის არ აღმოჩნდა საინტერესო. ქუთაისის მერიაში ინფორმაცია ყველასთვის საჯაროა.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2617
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია