დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში მდინარეებზე ზედამხედველობის კომისია შექმნეს
2015/07/10 11:15:01

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე შიქმნა კომისია, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ მდინარეებში (რიონი, წყალწითელა, ოღასკურა და სხვა) მოსალოდნელი წყალდიდობების თავიდან აცილების მიზნით შესაბამის ღონისძიებებს გატარებს.

 

კომისიას დაევალა ზემოთაღნიშნულ მდინარეებში შემდეგი კონკრეტული ღინისძიებების გატარება: მდინარეების სადინარებში, იგივე კალაპოტებში, წყლის ნორმალური გადინების შემზღუდველი ტექნიკური პირობების დაცვა (დაბინძურება მექანიკური საგნებით, მწვანე მასალებით, სამშენებლო ნარჩენებით, ქვებით, ფრხვიერი მასალებით და სხვა). თითოეულ ღონისძიებაზე ცალკე აქტით მოხდება შესრულებული სამუშაოს დაფიქსირება.


ქუთაისის მერის ბრძანებით, ასევე განისაზღვრა შემდეგი ღონისძიებების გატარება: მდინარე „რიონზე“, „გუმათჰესის“ და „რიონჰესის“ წყალგამშვებების, ფარების ტექნიკური მოწყობილობების პერიოდულად გადამოწმება, ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწების სარწყავი სისტემის (მაშველი) წყლის დასაგუბებლების ნორმალურ ფუნქციონირებაზე სისტემატიური კონტროლის დაწესება. კომისიის მუშაობაში მონაწილეობას პერიოდულად მიიღებენ: შსს საპატრულო პოლიციის იმერეთის მთავარი სამართველოს, შსს საპატრულო პოლიციის ქუთაისის მთავარი სამმართველოს, შსს საგანგებო-სამაშველო სამსახურის, ასევე ს.ს.ი.პ სასწრაფო სამედიცინო დახმარების იმერეთის რეგიონის ცენტრის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ნაპირდაცვითი ნაგებობების სამმართველოსა და შპს „სანდოს“ წარმომადგენლები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3006
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია