დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში საბიუჯეტო ორგანიზაციის თანაშრომლებს აკონტროლებენ
2009/07/15 06:52:35

დღეს რესპუბლიკურმა პარტიამ ქუთაისში საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებზე ზეწოლისა და ტოტალური  კონტროლის ფაქტების შესახებ  სპეციალური პრესკონფერენცია გამართა.

რესპუბლიკური პარტიის იმერეთის რეგიონული კომიტეტის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი  ვლადიმერ ნაკაშიძე აცხადებს, რომ ამ ორგანიზაციებში, თითქოს საინფორმაციო ბანკის შევსების მიზნით, საინფორმაციო ბიულეტენები დაარიგეს.  „მასში სხვა მონაცემებთან ერთად თანამშრომლებს აიძულებენ, შეავსონ სიდედრის, სიმამარის, ოჯახის სხვა ახლობლების მონაცემები და ასევე აუცილებლად უნდა მიუთითონ პარტიული კუთვნილების შესახებაც, რაც არანირი საინფორმაციო ბანკის მონაცემში არ შედის. დღევანდელი რეჟიმის პირობებში ეს არის სერიოზული ბერკეტი ამ ადამიანებზე ზეწოლისა და მანიპულირებისათვის,“– აცხადებს ვლადიმერ ნაკაშიძე.

პრესკონფერენციაზე მეტი თვალსაჩინოებისთვის შევსებული კითხვარებიც დარიგდა.  ბაგა-ბაღის დირექტორებს ზედმიწევნით დეტალურად აქვთ რამდენიმე პასუხი დაზუსტებული, რადგან მათ კითხვარი ამას ავალდებულებს. „ახლო ნათესავების“ გრაფაში მათ დების, მეუღლის დის, მეუღლის ძმის, სიმამრისა და სიდედრის დაფიქსირებას სთხოვენ.

ამ საკითხზე მერიაში კომენტარს, ჯერჯერობით, არ აკეთებენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2087
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია