დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოციალური ქსელი
„მე ავხადე ფარდა მის უმსგავსობას!“
2015/07/10 11:09:37

სოციალურ ქსელში მოქალაქე მაკა კუთხაშვილის სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აღშფოთებული დედა საზოგადოებას მის მიერ სამედიცინო სფეროში არსებულ პრობლემებზე მოუთხრობს, კერძოდ ექიმდათო ციბაძეს დანაშაულში ამხელს.


-„გაიცანით დათო ციბაძე ! არაადამიანი! არაკაცი ! შემთხვევით ვნახე მისი ფოტო მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს გვერდზე. მე, ის ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში გავიცანი.რეანიმაციული განყოფილების უფროსად მუშაობდა.


იმ მოტივით,რომ ყოველდღიური სარჩო არ მოკლებოდა უკვე გამოჯანმრთელებულ ბავშვს აღარ მატანდა სახლში! კომაშიაო ამბობოდა! იმავე საავადმყოფოს აფთიაქში ყიდიდა ჩემს მიერ მიტანილ ძვირადღირებულ წამლებს და თქვენ წარმოიდგინეთ პამპერსებსაც კი ! მაშინ ,როცა შვილი გამოვიტაცე პირველი ხარისხის დამწვრობა ქონდა მიყენებული ,მხოლოდ იმიტომ ,რომ დათო ექიმმა გაუყიდა პამპერსები! 


მე ავხადე ფარდა მის უმსგავსობას! 


დატოვა კიდეც სამსახური ,მაგრამ თურმე ისევ ბუინობს მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში!
ეს ის ექიმია ,რომელმაც მხოლოდ იმიტომ,რომ მისი ფინანსური მახინაციები სააშკარაოზე გამოვიტანე და დავამტკიცე,რომ სრულიად ჯანმრთელ ბავშვს მხოლოდ ფინანსური მოგების გამო არ რთავდა აპარატიდან ,შვილის გამოყვანისას ფანჯრიდან მომაძახა ,ერთწელიწადში ვნახავ თუ შავებს არ ჩაიცმევო!
კაცი არაკაცი! 


არაადამიანი! 


მ.ჟვანიას სასაკლაოს უფროსი დავით ციბაძე!“- წერს კუთხაშვილი. ქალბატონი მაკა პირველი არ არის, ვინც საავადმყოფოში არსებულ პრობლემებზე წერს. ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი იაშვილში არსებულ დარღვევებზე ამახვილებს საზოგადოების ყურადღებას და წერს:

 

-„თქვენ იაშვილში ჰემატოლოგიაში უნდა გენახათ. პერსონალი კი ალაგებდა, მაგრამ პირობები იყოსაშინელი..არა ცხელი წყალი, სამზარეულოში ანტისანიტარია და რა ვიცი, რამდენი ერთი ..ამხელა ფული ირიცხება და ჯიბეში იდებენ, სანამ ისტერიკა არ ავწიე, არ გაკეთდა წყალი! საშინელება, ხალხნო, საშინელება!“


თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არც ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოშია უკეთესი მდგომარეობა.

 

- „ე.ი. ინფექციური საავადმყოფოს მიმღებში მოვხვდი 10 წლის შვილთან ერთად,სადაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადმოგვიყვანა.ის,რაც მიმღებ განყოფილებაში დამხვდა იყო შოკის მომგვრელი,ეხლა არ დავასახელებ მიზეზს,მაგრამ ბავშვისთვის საჭირო იყო სასწრაფო გადასხმა.განყოფილებაში არის ენით აუწერელი პირობები,არანაირი დაცვა და იმ დროს,როდესაც დაცული უნდა იყოს პაციენტის ჰიგიენური ნორმები,ქუჩიდან ვისაც არ ეზარება შემოდის და ათას არაადეკვატურ კითხვას უსვამს მორიგე ექიმს,თუმცა ეს ყველაფერი არ არის,მას შემდეგ რაც გავაფრინე,ამ ყველაფერზე,რადგან ბავშვს შეიძლება დაგვიანებული მკურნალობის გამო "კვინკეს შეშუპებაში " შეიძლება გადასვლოდა,აგვიყვანეს განყოფილებაში,შევედით პალატაში,სადაც სანეტარმა ჩვენთან ერთად დაიწყო დაგვა-დასუფთავება,რა პირობებში გვიწევდა გასინჯვა ფოტოებს გაჩვენებთ.....მოკლედ,აქ ვფიქრობ,რომ არის საგანგაშო მდგომარეობა ყველა კუთხით!“- წერს ნინო ჩარკვიანი.


-„ინფექციური თავისი "საოცრებებით" არ არის ახალი ჯანდაცვის სამინისტროსთვის, უბრალოდ ინტერესი და ჩართულობა არის ნული! ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია ინფექციურ საავადმყოფოსთან შეხება, არ შეიძლება სხვა აზრი გაუჩნდეს! სერგეენკოს სძინავს!“-წერენ აღშფოთებული მოქალაქეები.

 

P.S. ამ მხრივ რომ კლინიკებში ნამდვილად კატასტროფული მდგომარეობაა, ჩემი თვალით მაქვს ნანახი. გაზით მოწამლული ბავშვი სასწრაფო დახმარებამ იაშვილში გადაიყვანა. მეც ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ ბავშვს მარტო ვერ დავტოვებდი და უარი ვთქვი სტაციონარულ მომსახურებაზე. სამწუხაროდ სასწრაფოს მანქანასაც გაუთავდა ჟანგბადი, რომ მესუნთქა და საშინელი თავის ტკივილით შევედი ბავშვთან ერთად იაშვილში. სანამ სასწრაფოს და მიმღებმა ექიმებმა საბუთები გააფორმეს, 40 წუთი გავიდა, ბავშვს ფერი არ ჰქონდა და მოვითხოვე, საბუთები მერე შეევსოთ და ბავშვისთვის მიეხედათ. მიხედეს-სიცხის საზომი ჩაუდეს და მითხრეს, ნახეთ 10 წუთში სიცხე თუ აქვსო, ეს ყველაფერი მისაღებში ხდებოდა. ტკივილგამაყუჩებელი ვთხოვე-ექიმმა არ გვაქვსო. წყალი ვითხოვე-გარეთ აპარატი დგას და იქ უნდა შეიძინოთო. საბოლოოდ ბავშვი პალატაში გადაიყვანეს (ისიც კომპეტენტური პირის ჩარევის) შემდეგ და „რეგიდრონი“ დაალევინეს. აუცილებელი გაზიანი სასმელი კი ერთჯერად ჭიქებთან ერთად ისევ გარეთ შევიძინეთ. ამ ყველაფერს კიდევ არ მივაქცევდი ყურადღებას, რომ არა ექთნების და სანიტრების სიუხეშე. ერთი ექიმი „ჰაუსი“ აკლდა და სერიალიც სახეზე იყო.

ქეთი მიქაძე

 

ასვე, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავრცელდა ჩვილის ფოტო სათაურით "ბავშვების სასაკლაო". ტექსტს ბავშვის მამა წერს, რომელიც წერს, რომ მისი პატარა გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიის აკადემიური კლინიკა მედ-პერსონალის დაუდევრობის და გულგრილობის გამო გარდაიცვალა.

“მე, გიორგი კეთილაძე, პატარა ნიკოლოზის მამა მოგმართავთ ყველა მშობელს!!! თუ თქვენი პატარის ბედი გაღელვებთ, მოერიდეთ თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში, რეანიმაციის განყოფილებაში ბავშვების მოთავსებას, სადაც პატარების ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო მძიმდება და შესაძლოა, ყველაფერი ფატალურადაც დამთავრდეს. ამ განყოფილებაში პერსონალის დიდ ნაწილს საერთოდ არ ანაღვლებს თქვენი პატარების ბედი. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო, "ექიმი'" დოდო გველესიანი და დღის ექთანი ლამარა მინაძე. დიდი ეჭვი მაქვს, რომ სადაზღვეო კომპანიებიდან ფულის გამოძალვის მიზნით ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელოვნურად მძიმდება: არასაჭიროებისამებრ აერთებენ მართვითი სუნთქვის აპარატზე, რითაც აუარესებენ ბავშვების მდგომარეობას.

 

ჩემი პატარა ნიკუშა კლინიკაში მიყვანისთანავე მოათავსეს კრიტიკულ განყოფილებაში (რეანიმაციაში). დაუდგინდა მარჯვენა ფილტვის ანთება. მკურნალ ექიმს, დოდო გველესიანს ავუხსენი, რომ ბავშვი იყო ძალიან მგრძნობიარე, ვერ ძლებდა უდედოდ და ვთხოვე, მიეცათ დედისთვის მისი ხშირი ნახვის საშუალება. ეს თხოვნა განპირობებული იყო არა იმით, რომ როგორც ზოგადად ყველა მშობელს, გვინდოდა ჩვენს შვილთან ყოფნა, არამედ იმით, რომ ვიცოდით, უჩვენოდ ყოფნის შემთხვევაში ბავშვი ფსიქოლოგიურ სტრესს მიიღებდა და ბრძოლისუნარიანობას დაკარგავდა. ამის მაგალითი ადრე უკვე გვქონდა.

 

ექიმი დაგვპირდა, რომ დედას მისცემდა საშუალებას, ხშირად მოენახულებინა ნიკუშა. დაპირება დაპირებად დარჩა: 24 საათის განმავლობაში უფლება გვქონდა მხოლოდ 2 – 3 წუთით გვენახა ბავშვი. ამის გარდა, შვილის მდგომარეობის გასაგებად შეგვეძლო კიდევ მხოლოდ ერთხელ ამ 24 საათში დავლაპარაკებოდით ექიმს. როდესაც ვთხოვეთ, ტელეფონის ნომერი მაინც მოეცა, რათა პერიოდულად ნიკუშას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგვეგო – მან გვითხრა, რომ არ ჰქონდა ამის უფლება ( !!! ) იმ დროსაც, როდესაც შეგვეძლო ექიმს გავსაუბრებოდით – იგი ძალიან ზოგადი ფრაზებით: ბავშვი სტაბილურადაა, – ცდილობდა თავიდან მოვეცილებინეთ.

 

ასე ხდებოდა ყველა სხვა პაციენტების მშობლებთანაც... ბავშვის საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, როდესაც შევძელით მისი მონახულება, ნიკუშა ტიროდა და წრიალებდა. იმის გამო, რომ ამ წრიალში ბავშვს კათეტერი არ მოეძრო, – იგი იყო დაბმულ მდგომარეობაში. როგორც კი იგრძნო დედის გვერდით დგომა, – ნიკუშა დამშვიდდა და დედას გაუცინა. ექთანმა აღნიშნა, რომ მთელი ღამის განმავლობაში ბავშვს ვერ აწყნარებდნენ და თუ ასე მოქმედებდა დედის დანახვა, ხომ არ სჯობდა მისი პალატაში დედასთან ერთად მოთავსება. დედამისის შემდეგ მეც ვინახულე 1 – 2 წუთით ნიკუშა, – ისევ წრიალებდა და ტიროდა. საღამოს ექიმი დოდო გველესიანი გამოდის ჩვენთან სალაპარაკოდ და გვიხსნის, რომ ბავშვი აპარატზე უნდა შეაერთონ. დედის შეკამათების შემდეგ გვითხრა, რომ სხვანაირად ვერ უმკურნალებდა (აპარატზე შეერთების შემთხვევაში ბავშვებს ფსიქოტროპული წამლებით თიშავენ და აღარ წუხდებიან ბავშვის ტირილით).

 

ერთი წლით ადრე ნიკუშა ბევრად მძიმე მდგომარეობით ( ორივე ფილტვის ტოტალური დაჩრდილვა ) გვეწვინა თემქის ბავშვთა მე–3 საავადმყოფოში, სადაც მთელი რეანიმაციის განყოფილება – განყოფილების უფროსი ბატონი ბესო მაჭარაშვილით დაწყებული და ექთნებით დამთავრებული, – ღამეებს ათენებდნენ ჩვენთან ერთად, იბრძოდნენ ნიკუშას გადარჩენისთვის და აპარატზე შეერთებას გაურბდნენ.

 

მკურნალი ექიმის პაატა ნემსაძის განმარტებით, – აპარატზე შეერთებისას ავადმყოფის იმუნიტეტი სუსტდება... იგი აღნიშნავდა, რომ აპარატზე შეაერთებდა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სხვა გზა აღარ დარჩებოდა. განყოფილების გამგე და მკურნალი ექიმი არასამუშაო საათებშიც თავზე ედგნენ ნიკუშას.

 

ექთნებს რამდენიმე ღამის განმავლობაში ხელით ეჭირათ ჟანგბადის მილი, რომ ნიკუშასთვის სუნთქვა გაეადვილებინათ. ამ მაგალითის მერე ჟვანიას კლინიკაში გამეფებული ექიმისთვის შეუფერებელი გურგრილობა, ინდიფერენტულობა, უგულისყურობა და ზერელე დამოკიდებულება პაციენტისადმი ჩვენთვის შოკის მომგვრელი იყო...

 

მესამე დღეს ბავშვს კისერზე ნაწოლი გაუჩნდა. როცა ექიმს ვკითხე მიზეზი, თან დავამატე, რომ ნაწოლების გაჩენის თავიდან არიდება შეიძლება უბრალოდ ავადმყოფის გვერდის შენაცვლებით, ან პერიოდულად უბრალო ხელით მასაჟით, რათა სისხლი ამოძრავდეს, გვიპასუხა, რომ ამდენი დრო სად აქვთ...

 

თუ დრო არ აქვთ კლინიკაში იმისთვის, რომ პაციენტს სათანადო ყურადღება მიაქციონ, არსებობს რამდენიმე გამოსავალი: ან გაზარდონ პერსონალი, ან დაუშვან პატარა ავადმყოფებთან დედა და ის არც მასაჟს მოაკლებს და არც დაამადლის ამას, ან იმდენ პაციენტს მოემსახურონ რამდენსაც სათანადოდ მიხედავენ და არ დახარბდნენ შემოსავალს... სხვათა შორის, საავადმყოფოში მოხვედრის დღეს გავიგეთ სხვა მშობლებისგან, რომ კლინიკაში, "მიღებულია" ტკბილეულის შეწოდება მედპერსონალისათვის, რათა უფრო "ტკბილად" მოექცნენ პაციენტებს. როდესაც ბავშვის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა, ანერვიულებულებს დაგვავიწყდა შოკოლადის მიტანა. ჰმ, შეიძლება დამთხვევაცაა, – მაგრამ სწორედ იმ დღეს დღის ექთანი ლამარა მინაძე განსაკუთრებით ცივად და უხეშად გველაპარაკა...

 

მეოთხე დღეს ბავშვის მონახულებისას ვნახეთ, რომ ბავშვი იყო საშინლად დასიებული და ტანზე სისხლჩაქცევები ჰქონდა. როცა მიზეზი მორიგე ექიმს (სახელად ნინოს, სამწუხაროდ გვარი არ ვიცით) ვკითხეთ, პასუხმა შოკში ჩაგვაგდო: მე ასე გადმომაბარეს და მე რა ვიციო (ექიმი ავადმყოფს იბარებს ისე, რომ არ ინტერესდება მისი მდგომარეობით). შემდეგ, როცა მკურნალ ექიმს დაველაპარაკეთ მან ,,დაგვამშვიდა”, ბავშვი სტაბილურადაა, ეს გასიება და სისხლჩაქცევები მეოთხეხარისხოვანია და ყურადღებას ნუ მიაქცევთო. (შემდეგ გავიგეთ, რომ ასეთი დასიება უკვე სეფსისის მიმდინარეობის ნიშანია).

 

მეხუთე დღეს ბავშვი რომ ვნახე, ისევ დასიებული იყო. სისხლჩაქცევები არ მანახეს: როცა მოვინდომე ზეწრის გადახდა და ნახვა, ექიმმა დოდო გველესიანმა ამიკრძალა: ნუ ეხები რამე ვირუსი არ გადასდოო. ნიკუშას ტუჩები დახეთქილი ჰქონდა და დასისხლიანებული, ენა გამომშრალი. ექთან ლამარა მინაძეს მორიდებით ვთხოვე, იქნებ წყლით ან რამით დაუსველოთ, ცოდოაა მეთქი. პასუხი იყო ძალიან ცივი და უხეში: "რაც საჭიროა, ყველაფერი უკეთდება..." ექიმ დოდო გველესიანს კიდევ გავუმეორეთ რამდენჯერმე, რომ ნიკუშას გასიება და სისხლჩაქცევები ძალიან გვაშინებდა. პასუხი იგივე იყო: ეს მეოთხე ხარისხოვანიაო... მეექვსე დღეს ნიკუშა ამ "მეოთხეხარისხოვანი" სეფსისით დაიღუპა........ აი, ასეთი "კვალიფიციური" მედ პერსონალი მუშაობს ჟვანიას კლინიკაში, ექიმის ეთიკაზე რომ არაფერი ვთქვა, ადამიანურობა და გულისხმიერებაც არ გააჩნიათ. ბავშვის დაღუპვა რომ მითხრეს, დაამატეს სასახლე თუ არ გაქვთ "კარდონის'" ყუთში ჩაგიდებთო, – ( თითქოს სასახლე მზად უნდა მქონოდა.... ეტყობა მიაჩნიათ, რომ როცა ბავშვს მათთან კლინიკაში ათავსებ, – პარალელურად სასახლეც უნდა დაამზადებინო ).

 

ბავშვის გარდაცვალების შემდეგ სანამ ნიკუშას გამომატანდნენ, მკითხეს ბავშვის გაკვეთა ხომ არ გინდათო. უარი ვუთხარი. მაშინ ფურცელზე ხელი მომიწერეთო, მოვაწერე. მხოლოდ მერე ვნახე რომ გაკვეთაზე უარის გარდა ხელი მომაწერინეს იმაზე, რომ მედპერსონალის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გამაჩნდა. ნიკუშას გარდაცვალებიდან მესამე დღეს იგივე განყოფილებაში დაიღუპა 8 თვის თეკლა (სხვათაშორის პატარა თეკლას მკურნალი (მკურნალი ??? ) ექიმიც დოდო გველესიანი იყო), რომელიც ბრონქების ანთებით იყო კლინიკაში მოთავსებული. მის მშობლებს გავესაუბრეთ და მათგან გავიგეთ, რომ კლინიკაში ჩვენი პატარების გარდა შვიდი დღის განმავლობაში კიდევ ორი პატარა დაღუპულა... მივმართავ ჟვანიას კლინიკის დირექციას: საავადმყოფოზე განთავსებული აბრა, სადაც წერია "გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიის აკადემიური კლინიკა", ჩამოხსნან და მის მაგივრად დაკიდონ აბრა, სადაც დაწერილი იქნება – "ბავშვების სასაკლაო"... - წერს მამა.

 

წყარო: http://tb24.ge/, http://archiveshare.net/


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 23230
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია