დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რას აპირებენ საბერძნეთში მცხოვრები ქართველები
2015/07/10 10:56:02

ჩემი მოადგილე საბერძნეთში ქართულ დიასპორასთან მომავალ კვირას ჩავა,- ამის შესახებ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.  

 

"მოგეხსენებათ, რომ გასულ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ადგილზე იმყოფებოდა სიტუაციის გასარკვევად. გუშინ მქონდა სპეციალური სხდომა მოწვეული ჩვენს სამინისტროში, სადაც გადაწყდა, რომ მომავალ კვირას ჩემი პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი გაემგზავრება ათენში, სადაც კიდევ ერთხელ გაივლის ჩვენს დიასპორასთან ერთად იმ პრობლემატიკას, რაც მათ წინაშეა.



დღეს საზოგადოების ფართო მასებს აინტერესებს სიტუაცია, თუ რა ხდება იქ. ჩემს მიერ მოწვეული იყო ასევე საბერძნეთის საელჩოს მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში. ხანრძლივი საუბარი გვქონდა. მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებული მასა ჩვენი წარმომადგენლების ლეგალები იქნებიან თუ არალეგალები, მასიურ დაბრუნებას საქართველოში არ აპირებენ. ახლა ორშაბათს განხილული იქნება საბერძნეთში საკითხები, რომლებიც საბერძნეთის მომავალ ბედს იგივე ევროკავშირთან მიმართებაში გადაწყვეტს. ბევრი რამ გამოიკვეთება და მერე ჩვენი წარმომადგენელი იქ გაემზავრება.

 

ადამიანი, ვინც სამშობლოში ჩამოსვლას დააპირებს, ჩვენ მაქსიმალურად გავატარებთ პროვაიდერის ფუნქციას, დავეხმარებით ყოველმხრივ",- განაცხადა დუმბაძემ.

 

წყარო; http://www.ipress.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3145
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია