დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჩემი ძმა მოკვდა წამებით, სახელმწიფომ უნდა აღიაროს დანაშაული," - 13 ივნისს დაღუპული გაბიტაშვილის ძმა
2015/07/10 10:47:29

სტიქიის ღამეს ახალ გზაზე დაღუპული 40 წლის დავით გაბიტაშვილის ძმა პროკურატურაში სარჩელის შესატანად ემზადება. მისი თქმით, მას უკვე შეკრებილი აქვს გარემოებები, რომლის გამოც 13 ვნისის ღამეს გზა უნდა გადაეკეტათ, რითიც ტრაგედიის თავიდან აცილება იქნებოდა შესაძლებელი.

 

ახალდაბაში მეწყერის ჩამოწოლის, სვანიძის ქუჩის დატბორვის, 112-ში შესული ზარების შემდეგ გაბიტაშვილის თქმით, საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ სახელმწიფო უწყებებს გზის გადაკეტვის გადაწყვეტილება მიეღოთ.

 

ბოლო სატელეფონო ზარების მიხედვით დავით გაბიტაშვილი ახალ გზე  ღამის პირველის ნახევარზე მოხვდა, კავშირი კი მასთან 00 საათსა და 46 წუთზე გაწყდა.

 

დავით გაბიტაშვილის ცხედრის პოვნა სტიქიიდან მხოლოდ სამი დღის შემდეგ მზიურის ტერიტორიაზე მოხერხდა. მისივე კუთვნილი მანქანისგან მოშორებით. 

 

პროკურატურის გარდა ლაშა გაბიტაშვილის მოთხოვნას კიდევ ერთი ადრესატი ჰყავს - პრემიერი. ძმის სიკვდილის შემდეგ გაბიტაშვილი გარდაცვლილის ორი მცირეწლოვანი შვილისთვის კომპენსაციას ითხოვს. მისი თქმით, სახელმწიფომ მარჩენალის დაკარგვის შემთხვევაში თნხის განსაზღვრის წესით უნდა იხელმძღვანელოს. 

 

საკრებულოს მიერ დამტკიცებული ზარალის ანაზღაურების წესში დაღპულების ოჯახზე საუბარი საერთოდ არ არის.

 

 

წყარო: http://rustavi2.com/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3065
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია