დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერია საზოგადოებას დასაქმების ფორუმში მონაწილეობისაკენ მოუწოდებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/07/07 19:57:41

10 ივლისს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში რიგით მეორე დასაქმების ფორუმი გაიმართება. დასაქმების ფორუმთან დაკავშირებით ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად ბრიფინგი გამართა და დასაქმების მსურველებს აქტიურობისაკენ მოუწოდა. 


,,დასაქმების ფორუმი" აკაკი წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში 12:00-18:00 სთ-ზე გაიმართება. 


პირველი დასაქმების ფორუმი 2014 წელს თბილისში ჩატარდა, რომლის შედეგადაც 250 ადამიანი დასაქმდა. 2015 წლის დასაქმების ფორუმი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ქუთაისის მერიის ორგანიზებით იმართება. 


აღნიშნულ პროგრამაში 70 ორგანიზაცია იღებს მონაწილეობას. მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ გაესაუბრონ პოტენციურ დამსაქმებლებს და მოიპოვონ სასურველი პოზიციები.

სამუშაოს მაძიებელთა მაქსიმალური რაოდენობა 12 000 -ია. პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.worknet.gov.ge დაwww.ssa.gov.ge 

მონაწილემ ფორუმზე მისვლისას თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სარეგისტრაციო ბარათი და რეზიუმეს რამდენიმე ეგზემპლიარი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2015 წლის 9 ივლისის 24:00 საათი.იმ მოქალაქეებისთვის რომელთათვისაც არ არის ხელმისაწვდომი ინტერნეტი, შეუძლიათ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების რაიონულ განყოფილებებს მიმართონ.

დეტალური ინფორმაციის მიღება ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზეა შესაძლებელი ტელ: 15 05 და 2 99 65 99, 2 95 55 83.


დასაქმება მოხდება იმერეთის მასშტაბით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 26005
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია