დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ გაჩნდა ნიშანი @ და რატომ ვეძახით მას "ძაღლუკას"?
2015/07/07 13:02:00

ეს სიმბოლო ინტერნეტის ყველა მომხმარებლისათვის ნაცნობია. მაგრამ იგი საყოველთაო კომპიუტერული განათლების დროს არ გაჩენილა. ეს სიმბოლო ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იყო ცნობილი და მას რამდენიმე დანიშნულება ჰქონდა. მისი წარმოშობის ვერსიაც ასევე რამდენიმეა, მაგრამ ყველა იგივე საინტერესოა და ყურადღებას იმსახურებს.

 

სიმბოლო @ ცნობილია სულ ცოტა XV საუკუნიდან, მაგრამ შესაძლოა იგი კიდევ უფრო ადრე გამოიგონეს. აქამდე დაზუსტებულად არაა ცნობილი, თუ ვინ და რატომ გამოიგონა და მისი პირველი გამოყენების თარიღიც მიახლობითაა ცნობილი ერთი ვერსიით @  პირველად ბერებმა გამოიყენეს. ისინი წიგნების გადაწერით იყვნენ დასაქმებულნი, მათ შორის ლათინური წიგნებიც იყო. ლათინურში არის წინდებული "ad" და იმ დროს მიღებულ შრიფტში ასო "d" იწერებოდა პატარა კუდით, რომელიც ზემოთ იყო მოხვეული. სწრაფი წერისას წინდებული ჩანდა როგორც @.

 

ფლორენციელი ვაჭრების დამსახურებით,  XV საუკუნიდან ნიშანი @  გამოიყენებოდა როგორც კომერციული სიმბოლო. იგი აღნიშნავდა ამფორას - წონის ერთეულს, რომელიც 12,5 კგ-ს უდრიდა. მაშინდელი ტრადიციით ასო "A", რომლითაც აღნიშნული იყო წონა, კუდით იყო დამშვენებული  და გამოისახებოდა როგორც დღეისათვის ყველასთვის ნაცნობი სიმბოლო. ესპანელებს, პორტუგალიელებს და ფრანგებს მისი წარმოშობის თავისი ვერსია აქვთ - სიტყვიდან "არობა" - ძველი ესპანური წონის ერთეული, რომელიც დაახლოებით 15 კილოგრამს უდრიდა. აქაც @  სიტყვის პირველი ასოდან იქნა აღებული.

 

თანამედროვე კომერციულ ენაში ნიშან @ -ს კომერციული სახელია "კომერციული at", რომელიც საბუღალტრო ჩანაწერებიდან წარმოიშვა. იქ იგი აღნიშნავდა თანდებულებს "-ვით, -თან, -ზე, -ში". თარგმანში იგი დაახლოებით ასე გამოიყურებოდა - 5 ცალი, თითო 3 დოლარში (5 widgets @ $3 each). ვინაიდან სიმბოლო გამოიყენებოდა ვაჭრობაში, ამიტომ იგი პირველი საბეჭდი მანქანების კლავიატურებზეც გამოჩნდა, საიდანაც კომპიუტერების კლავიატურებზე გადაინაცვლა.

 

ინტერნეტში სიმბოლო @, ელექტრონული ფოსტის შემქმნელის, რეი ტოლმლინსონის დამსახურებით აღმოჩნდა. მიზეზი, რის გამოც ეს ნიშანი გაჩნდა მომხმარებლის სახელსა და ელექტრონული ფოსტის სერვერის სახელის გამყოფად, მან ასე ახსნა: მე ვეძებდი ნიშანს, რომელიც არ შეგვხვდებოდა არც სახელებში და არც დასახელებებში და შესაბამისად არეულობასაც არ შემოიტანდა სისტემაში.

 

 სხვადასხვა ქვეყნებში ამ სიმბოლოს სხვადასხვანაირად ეძახიან. სახელები ძირითადათ ცხოველებთანაა დაკავშირებული. გერმანელებთან და პოლონელებთან - მაიმუნი, იტალიელებთან - ლოკოკინა, ამერიკაში და ფინეთში - კატა, ტაივანში და ჩინეთში - თაგვი. ზოგ ქვეყნებში იგი რაღაც გემრიელთანაა დაკავშირებული: დარიჩინიანი ფუნთუშა შვედეთში, შტრუდელი ისრაელში და მხოლოდ დისციპლინიანი იაპონელები არიან შორს ყოველგვარი რომანტიკიდან და @-ს ეძახიან ისე როგორც იგი ინგლისურ ენაში ჟღერს - "attomark".

 

ქართული "ძაღლუკა" რუსულიდან გადმოვიდა, მხოლოდ რუსები ეძახიან მას "საბაჩკას". ერთ-ერთი ვერსიით ინგლისური "at" ძაღლის ყეფას ჰგავს, მეორე ვერსიით კი თვით ნიშანი ჰგავს დახვეულ პატარა ძაღლს. მაგრამ ყველაზე პოპულარული ვერსია პირველ ტექსტურ თამაშებს უკავშირდება. სიუჟეტის მიხედვით მოთამაშეს ჰყავდა დამხმარე, ერთგული ძაღლი, რომელიც ეხმარებოდა განძეულის ძებნაში, იცავდა სხვადასხვა მონსტრებისგან, მიდიოდა დაზვერვაზე და კატაკომბებში. და რაღა თქმა უნდა ამ ძაღლის აღმნიშვნელი ნიშანი იყო @. 

 

http://alioni.info/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 15453
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია