დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოციალური ქსელი
რა შეემთხვა „გუდვილის“ კუნსულტანტს და როგორ გადაარჩინეს იგი
2015/07/07 12:48:44

სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მომხმარებელი ოთო ზაკალაშვილი  საკუთარ პოსტში ერთი შემთხვევის შესახებ ჰყვება, რომელიც მას გუშინ გადახდა თავს. ფაქტიდან გამომდინარე, შემთხვევის თვითმხილვველი ორ აქტუალურ კითხვას სვამს. გთავაზობთ მის პოსტს.

 

გუშინ დილას, სამსახურში მისვლამდე ქავთარაძის გუდვილში შევიარე.

 

კარი გაიღო თუ არა მივხვდი რაღაც ვერ იყო კარგად, ძაან დიდი ალიაქოთი დამხვდა, ვიღაც კიოდა, ხალხი გარბოდა ჰოლში მდგარ რომელიღაც დახლისკენ, როგორც აღმოჩნდა ერთ-ერთ კონსულტანტს რაღაცის შეტევა ჰქონდა, იატაკზე იწვა და ვერაფრით მოჰყავდათ გონზე.

 

ვიღაც იძახდა ენა უნდა დაუჭიროთო, მისი მეგობარი შოკში იყო და კიოდა, რამოდენიმე ადამიანი ცდილობდა გონზე მოეყვანათ. მეკიდე პირველადი დახმარების რომ არაფერი გამეგება ავდექი და 112-ში რეკვა დავიწყე, მეტი ალბათ არაფერი შემეძლო. ვრეკავ და ავტომოპასუხე მეუბნება ყველა ოპერატორი დაკავებულია, მოგვინაებით სცადეთო. უამრავი მცდელობის მიუხედავად ვერაფრით დავუკავშირდი. საბოლოოდ როგორც იქნა მოიყვანეს გონზე და გადარჩა, სასწრაფო კი მერე მოვიდა, ალაბათ ვიღაცამ მოახერხა დაერეკა.


ამ ყველაფრიდან 2 ძირითადი პრობლემა იკვეთება:

 

პრობლემა #1: ადამიანების უმეტესობამ არ ვიცით როგორ შეიძლება პირველადი დახმარების აღმოჩენა, ამ მხრივ საზოაგდოებრივი ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია.

 

პრობლემა #2: 112 ცუდი სერვისია. ყველა ოპერატორი რომ დაკავებულია ეგ უკვე ცუდია, ესეიგი არასწორადაა გათვლილი მაგრამ უამრავი ზარის შემდეგ რომ ვერ მოვახერხე დაკავშირება და დავანებე თავი, უკანაც არავინ გადმომირეკა 10-15-20-30 წუთის მერე, საღამომდე, არასდროს!

 

აქედან #1-ის მოგვარება თუ მოვინდომეთ მოქალაქეებს მგონი საკუთარი ძალებითაც შეგვიძლია. შეგვიძლია ვისწავლოთ პრიველადი დახმარებისთვის საჭირო საკითხები, ოღონდ ძაან უნდა მოვინდომოთ. იდეაში წახალისება არ აწყენდა ამ მხრივ საზოგადოებას.

 

აი 112 რომ ცუდია ბევრმა ვიცით მარა როგორ ვაქციოთ კარგ სერვისად ან როგორ შეიძლება დავეხმაროთ გაუმჯობესებაში არ ვიცი. რაღაც იდეები კი მაქვს მარა ვის ვუთხრა, სად წავიდე, როგორ მივუდგე, რა ვქნა არ ვიცი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 16888
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია