დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განწირული სპეციალობები საქართველოში
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/07/07 12:34:34

ინტელექტის ამაღლება და პროგრესირება სახელმწიფოს მოვალეობაა, რადგან მის გარეშე ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია. 21-ე საუკუნეში, როცა კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა შეზღუდული რესურსების სიმკაცრე, საჭიროა უჩვეულო რენტაბელობის გამოჩენა. მართალია, მეცნიერთა ნაწილი აცხადებს, რომ დედამიწას თავისუფლად შეუძლია 40 მილიარდი ადამიანის რჩენა, მაგრამ ამის შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ ექნება ჩვენს პლანეტას, როცა „ძაღლების ქვეყანაში კატებს არ დააყეფებენ“.

 როცა ლაპარაკობენ, რომ საქართველოს არ აქვს ის რესურსები, რომლითაც შეიძლება გამდიდრდეს, მაშინ ვიკითხავ, რით გააუმჯობესა ეკონომიკა აღმოსავლეთ აზიის ან დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა? რა აქვს ამ სახელწიფოებს უფრო მეტი? იმასაც ამბობენ, რომ ქართველები ზარმაცები ვართ და ამიტომ ვართ ღარიბები. ზარმაცი ადამიანი არცერთ ერს არ აკლია, თუმცა ყვავის ბევრი ქვეყანა სოციალურ-ეკონომიკურად.

ქართველების სიღარიბის მიზეზი სიზარმაცეზე მეტად ცოდნისა და სპეციალისტების დეფიციტში უნდა ვეძიოთ. ყველა ეკონომიკური პროგრესის წინაპირობა კვდება გაუნათლებლობის შემთხვევაში. როგორია საქართველოში საჭირო სპეციალისტთა ოდენობისა და ხარისხის საკითხი?

როცა საუბრობენ ადამიანურ რესურსებზე, მაშინ პირველ რიგში თვალი გავადევნოთ პედაგოგთა კვალიფიკაციას, მათ დაფასებასა და შესაძლებლობებს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში სკოლას ევალდებულება, რომ გაზარდოს ისეთი თაობა, რომელიც იქნება კარგი ამომრჩეველი (არჩევნები აქ არ გულისხმობს მხოლოდ სახელისუფლებოს). სინამდვილეში ასეთი სურათია: სკოლაში ბევრი არასპეციალისტია (როგორც დოკუმენტური, ასევე პროფესიული თვალსაზრისით) და მათ არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ გაზარდონ კონკურენტუნარიანი თაობა. ამაზე მეტყველებს წლევანდელი საატესტატო გამოცდების შედეგებიც. სკოლაში აღარ მიდიან სიხარულით კადრების უმეტესობა. ეს უფრო იმითაა გამოწვეული, რომ დასაქმების შესაძლებლობა თითქმის სხვაგან არ არსებობს, თორემ პედაგოგთა აბსოლუტური უმრავლესობა სიამოვნებით გადავა საჯარო ან კერძო სექტორში.  სექტემბრიდან 17%-იანი სახელფასო ზრდა  საარსებო მინიმუმიც არაამასწავლებლების ოჯახებისთვის. სამწუხაროდ, არ მოხერხდა ისეთი სარეფორმო პოლიტიკის შემუშავება, რომელიც განათლების სისტემას მოაწესრიგებდა. იწყება განათლების რეფორმა, რომელიც ვიდრე დაიწყება, უკვე განწირულია და ეს იცის ბევრმა. უმეტეს შემთხვევაში, არაპედაგოგიური განათლების მქონე დირექტორი ვერ ახერხებს კარგი პედაგოგის შერჩევას. არ ხდება პედაგოგთა დიფერენციაცია შესაძლებლობებისა და შედეგის მიხედვით, რაც ტოტალურ პროფესიულ გულგატეხილობას იწვევს. საქართველოში დიპლომების დიდი ნაწილი რომ „კარდონია“ და არა განათლების ხარისხის დამადასტურებელი  დოკუმენტი, ეს სადაო საკითხი არაა.

შრომისბაზრისსაინფორმაციოსისტემისდანეგრვისადაგანვითარებისმიზნითსაქართველოსმთავრობამდაამტკიცა   დოკუმენტი

შრომისბაზრისსაინფორმაციოსისტემისდანერგვისადაგანვითარებისკონცეფციისადამისიგანხორციელებისსამოქმედოგეგმისდამტკიცებისშესახებ“. აღნიშნულისსაჭიროებაგანაპირობაშრომისბაზრისშესახებსტატისტიკურიარასრულიინფორმაციისარსებობამ,

ასევემოთხოვნადიპროფესიებისადაკვალიფიკაციებისშესახებინფორმაციისნაკლებლობამ (სტატისტიკას მოევლება, მაგრამ პრობლემის წინაშე მაინც ვრჩებით რიცხვითი მონაცემების აფრიალების მიუხედავად). ევროკავშირთან ათასჯერ მოწონებული ასოცირების ხელშეკრულებამ სახელმწიფო დაავალდებულა, რომ შესწავლილიყო შრომის ბაზარი (გასული წლის დეკემბერშიგამოცხადდატენდერი, ხოლოგამარჯვებულადგამოვლინდაბიზნესკონსულტაციისჯგუფი BCG, რომელმაც საკითხი შეისწავლა), მაგრამ რა შეიცვალა ამით?

როგორც მთავრობის მიერ იყო ნაგულისხმევი, შრომის ბაზარზე სრული წარმოდგენა უნდა შექმნილიყო აპრილ-მაისში.ვითომც იმისათვის, რომ მცირე მეწარმეობა განვითარებულიყო, დაიწყო საგრანტო პროექტი„აწარმოე საქართველოში“, რომელიც  იმდენად უსახურია, რომ 5 ათასლარიანი გრანტით ვერავინ წამოიწყებს სერიოზულ საქმეს და მით უფრო,  ვერც სხვას დაასაქმებ.

რა გვჭირდება იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას სერიოზული ეკონომიკური პლატფორმა? პირველ რიგში მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები! სამწუხაროა, რომ მოთხოვნადი სპეციალობები ან ზერელედ ისწავლება, ან საერთოდ აღარ ისწავლება. როცა ქვეყანაში პედაგოგის, როგორც რესურსის, ნაკლებობაა, მაშინ რატომ უნდა დახურულიყო პედაგოგიური ინსტიტუტები? თუმცა, თავი დავანებოთ პედაგოგიკას და განვიხილოთ სხვა თემები. რამდენადაც სახელმწიფო პოლიტიკა აგრარული სექტორის განვითარებაში ხედავს ქვეყნის ეკონომიკის პროგრესის გასაღებს, რამდენად ვართ მზად მეურნეობის ამ სეგმენტის განვითარებისათვის?

ხშირად აუყვანია კადრი სხვადასხვა ორგანიზაციას, მოსაწონი გამოცდილებით, განათლებით, მაგრამ მუშაობის პროცესში უკვე ვეღარ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ეს პრობლემა ჩანს ყველაზე კარგად სასოფლო-სამეურნეო სექტორში. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებულია ფერმერულ მეურნეობაში, თუმცა აგროსექტორის ხვედრითი წილი მთლიან შიდა პროდუქტში მხოლოდ 10%-მდეა (ამ დროს, მარტო ერთ ორგანიზაციას, „ჯორჯიან ემერიქენ ელოისს“ 17%-იანი ნიშა აქვს) და ეს მეტყველებს იმაზე, რომ სოფლის მეურნეობა არათუ განვითარებაზე, არამედ რეგრესზე მიდის.

 სავალალოა, რომ საქართველოში ფერმერთა უფლებების დაცვაზე, პრაქტიკულად, არავინ მუშაობს. ფაქტია, რომ არავინ იბრძვის წვრილ და საშუალო ფერმერული მეურნეობის ადვოკატირებისათვის. თუ ასე გაგრძელდა, მალე ამ კატეგორიის ფერმერები სრულად მოისპობიან. ძალიან ბევრს საუბრობენ კოოპერირებაზე, რაც, თავისთავად კარგი ფაქტია, რადგან ამ დროს მცირდება დანახარჯები და იზრდება მოგება, მაგრამ კოოპერირებამდე მისვლა და წარმოების დაწყება ურთულესია. ევროპის ბევრ ქვეყანაში კოოპერატივები მუშაობს წარმატებულად, მაგრამ რატომღაც ავიწყდებათ, რომ თქვან, თუ რამდენად სასათბურე პირობებშია ევროპელი მცირე ფერმერი! ბელგიაში, სადაც თხის ყველი ერთ-ერთ ყველაზე განსაკუთრებულ პროდუქტად ითვლება, ყველის მწარმოებლები არიან ისეთი არვეების მეპატრონეები, რომლებაც 50-მდე თხა ჰყავთ. მათ არავინ აწუხებს ზედმეტად (აქ იგულისხმება სანიტარულ-ჰიგიენური, საგადასახადო საკითხები), რადგან ამ ფერმერებმა იციან, რომ პროდუქტი თუ კარგი არ აწარმოეს, მაშინ დაკარგავენ კლიენტს. ამის საპირწონედ გავიხსენოთ ის ფაქტი, როგორ უტეხავენ სახელს „ბებრების“ ამოყვანილ ყველს საქართველოში, ისევე, როგორც ქვევრის ღვინოს (ამ უკანასკნელზე მომისმენია, რომ ქვევრის ღვინო ყარს, თუმცა, ბოლო პერიოდში ქვევრის ღვინომ საერთაშორისო ბაზარზე მაინც დაიმკვიდრა ადგილი და საკმაოდ ძვირი ღირს). ასწავლიან საქართველოში აგროსექტორის ადვოკატირებას? რატომღაც ეგონათ, რომ იურისტი იურისტია და ის თანაბრად გამოადგება სისხლის სამართალსა და აგრონომიას. ასწავლიან, თუ როგორ უნდა მოხდეს მიწის დაკანონება, მემკვიდრეობის უფლების განხორციელება და აგროპრდუქტების იმიჯის შელახვისას შესაგებლების მომზადება? 

ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში აგროფაკულტეტზე ასწავლიან ფსიქოლოგიას, ოღონდ არც ლექტორმა და არც სტუდენტებმა არ იციან სწავლა-სწავლება რა შინაარსსა და მიზნობრიობას მოიცავს. ეგებ არ ღირს ახალგაზრდების მოცდენა გაურკვეველ სილაბუსზე და ასწავლონ საჭიროების მიხედვით.

გაუნათლებლობის და უცოდინრობის პრობლემა იმდენად ღრმაა, რომ ზოგჯერ პოპულარულ სიტყვა „ეკოლოგიას“ უთანაბერებენ აგრონომიას და ეკოსისტემას.   სხვადასხვა შხამ-ქიმიკატი იმდენად რეკლამირებულია, რომ მის უარყოფით მხარეზე წარმოდგენაც არ არსებობს. ჰერბიციდების გამოყენებით გლეხი სპობს თხილნარებში, ზვრებსა და ხეხილის ბაღებში ბალახს, მაგრამ ჰერბიციდებით დაბინძურებული ნიადაგი კარგავს ნაყოფიერებას და „მოსასპობ“ მცენარეებთან ერთად კულტურულ მცენარეებსაც ვუკარგავთ პროდუქტულობასა და სიცოცხლის ოპტიმალურ ხანგრძლივობას.

თითზე ჩამოსათვლელია კარგი აგრონომი. აგრონომს უნდა ესმოდეს თავად მცენარე, ნიადაგი, მოსავლის სრული ციკლი, სიტუაციის მართვა მეურნეობაში. სოფლის მეურნეობის ვერცერთი საკონსულტაციო ცენტრი ვერ მოგცემთ ამჟამად ამომწურავ ინფორმაციას, რომელიც ესაჭიროება აგრარულ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს და მით უფრო, არ არსებობს კრიტიკული სიტუაციების მართვის სპეციალისტები.

ცალკე საკითხია ის, რომ ქვეყანაში არ არსებობენ სასურსათო უსაფრთხოების (და არა უვნებლობის) სპეციალისტები. ეს თემა ცალკე მსჯელობის საკითხია, რადგან ამ შემთხვევაში სპეციალისტმა უნდა იცოდეს წყლიდან დაწყებული, მცენარეულ-ცხოველური საკვებით დამთავრებული ყველა ნიუანსი (ეგებ ბევრმა დიასახლისმაც არ იცის, რომ ერთხელ გამოყენებული მცენარეული ზეთის ან ჩაის ნაყენის მეორედგამოყენება, მინიმუმ, არასასურველია).

 მცირე ბიზნესის განვითარების სპეციალისტის გარეშე როგორ უნდა განავითაროს გლეხმა თავისი მეურნეობა? როცა დონორი ორგანიზაცია გლეხს სთხოვს, რომ დაწეროს ისეთი ბიზნეს-გეგმა, რომელიც გამართული იქნება იურიდიულად და ბუღალტრულადაც, ეგებ დავფიქრდეთ და ვთქვათ, რომ გლეხი, ფაქტობრივად, საგრანტო დაფინანსების მიღმა დარჩება? (ასე მოხდა ჭიათურა-საჩხერეში, სადაც დონორმა ორგანიზაციამ მხოლოდ ერთი საგრანტო პროექტი შეარჩია ბენეფიციარად 16 თუ მეტი ბიზნესიდეატორიდან). მობილიზატორსაც არცერთი უმაღლესი სასწავლებელი არ ამზადებს. არადა, მობილიზაცია ყველა სფეროში საჭიროა!

 მცენარეთა დაცვის სპეციალისტები ალბათ აღარ არსებობენ, ან _ ღრმად მოხუცები არიან. ძნელია, ნახოთ სპეციალისტი, რომელიც მცენარეს დიაგნოზსაც დაუსვამს და წამლობის ოპტიმალურ ვარიანტსაც შესთავაზებს გლეხს. ამიტომ არის, რომ მავნებლების გამო გლეხი კარგავს დაახლოებით მოსავლის 25%-ს.

 ბევრჯერ მოისმენთ, რომ ნიადაგმა ნაყოფიერება დაკარგა და რეკულტივაციას საჭიროებს სახნავ-სათესები. ნიადაგმცოდნეებს ადრე ასწავლიდნენ ზოგად ქიმიას, ანალიზურ ქიმიას, ფიზიკურ ქიმიას, კოლოიდურ ქიმიას და ორგანულ ქიმიას. შემდეგ ნიადაგის იმ შემადგენლობასაც, რასაც ნიადაგის ბიო და მორტმასა ეწოდება. ამ ცოდნის გარეშე ნიადაგმცოდნე არ არსებობს. ეგებ ვინმე დაფიქრდეს და ვიდრე უკანასკნელი სპეციალისტები ჰყავს საქართველოს, გამოაზრდევინოს ახალი თაობა ამ მიმართულებით. მსოფლიოში სულ 69 ყავისფერი ნიადაგის ტიპია  და საქართველოში გვაქვს 46! ეს ციფრი შეიძლება დაასახელოს ეკოლოგმაც, მაგრამ სტატისტიკა აქ არაფერს შეცვლის. ჩვენ ნადაგმცოდნემ უნდა გვითხრას, ამ 46 ნიადაგიდან სად რომელი მცენარეული პროდუქტის მოყვანაა რენტაბელური. თურმე საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა ნიადაგმცოდნე 70 წელსაა მიღწეული!

 კომუნისტურ პერიოდში ცალკე სპეციალობა იყო სასოფლო-სამეურნეო პროფილის ბუღალტერია, ამჟამად არ ვფლობ ინფორმაციას, რომ ამ სპეციალობის რესურსს ამზადებდეს რომელიმე სასწავლებელი.

 

 სახელმწიფო ზრუნვის საკითხი უნდა გახდეს ის სპეციალობები, რომლებზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, თორემ, როგორც არაერთ გონიერ ადამიანს უთქვამს, ხშირად მოგვიჯახუნებს ცხვირწინ ევროკავშირი კარს! მართალია, რომ ევროკავშირის დაშლაზე ხშირად საუბრობენ, თუმცა ევროკავშირის შექმნის საფუძვლები ფუნდამენტური საკითხებია, რომლებთან მიახლოება სასიცოცხლოდ არის აუცილებელი და არ უნდა იყოს თვითმიზანი რომელიმე ორგანიზაციაში ბრმად გაწევრიანება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3693
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია