დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი კვლავ რჩება საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/07/06 18:36:57

მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, ICOMOS-ს და კომიტეტის წევრი ქვეყნების მიერ პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის მიმართულებით განხორციელებული თანმიმდევრული პოლიტიკა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ ქვეყანას მიეცეს საშუალება სრულყოს განხორციელებული პოზიტიური ქმედებების სისტემატიზაციის პროცესი და ტერიტორიისთვის უზრუნველყოს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მხარდაჭერა და  რეგულაციები, ბაგრატის საკათედრო ტაძრისა და გელათის მონასტრის საზღვრების მნიშვნელოვანი მოდიფიკაციის საკითხის საბოლოო გადაწყვეტა 2016 წელს, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40 სესიისთვის გადაიდო.


კულტურის სამინისტროს პრესსამსახურიე ინფორმაციით, ამ ეტაპზე,  ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი კვლავ რჩება საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში.


2013-2015 წლებში მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის რეკომენდაციების შესაბამისად ქართულმა მხარემ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს წარუდგინა ბაგრატის საკათედრო ტაძრისა და გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის საზღვრების მნიშვნელოვანი მოდიფიცირების დოკუმენტი და გელათის მონასტრის მართვის გეგმის პროექტი. დასრულებულია მუშაობა  გელათის მონასტრის მართვის გეგმაზე და იგეგმება გელათის კონსერვაციის გეგმის განახლება. აღნიშნული კონსერვაციის გეგმის ფარგლებში 2008 წლიდან ხორციელდება გელათის მონასტრის სრული რეაბილიტაცია, რაც მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და ICOMOS-ის  მიერ  დადებითად არის შეფასებული.           

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8137
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია