დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში 35-მა დევნილმა ოჯახმა ახალი ბინა მიიღო
2015/07/05 15:40:26

ქუთაისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ 35 დევნილ ოჯახს ახალმოსახლეობა მიულოცეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა დევნილებთან ერთად თანამედროვე სტანდარტის ბინები დაათვალიერეს.


დევნილთა და განსახლების სამინისტრომ მენაშენეების პროექტის ფარგლებში, ქუთაისში სულ 53 ბინა შეისყიდა. დღეს შმიდტის ქუჩა #2-ში არსებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართი 35-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო. დარჩენილი 18 ბინა დევნილ ოჯახებს 2015 წლის ბოლოს გადაეცემათ.


საცხოვრებელი ფართების გადაცემის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით მაშტაბური მშენებლობის დაწყებას ჩაუყარეს საფუძველი.
შერვაშიძის ქუჩაზე 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც საცხოვრებელ ფართს 2000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3029
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია