დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალი აქცია თბილისში ტროტუარების დასაცავად
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/07/04 12:28:43

თბილისში ტროტუარზე მანქანების მოძრაობის შესამცირებლად ახალი აქცია დაიწყო. თბილისში ხშირად მძღოლები ქვეითებისთვის სასიარულო მონაკვეთებს მანქანით კეტავენ და ტროტუარზე მოსიარულეებისთვის განკუთვნილ ნაწილზე გადააადგილება შეუძლებელი ხდება. სანამ ამის დარეგულირებაზე მერია იზრუნებს, მოქალაქეები საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობენ დაუპირისპირდნენ გადატვირთულ ტროტუარს.


“როგორ დავიკავოთ ტროტუარები და შევზღუდოთ მანქანების მოძრაობა ფეხით სავალ ნაწილზე. „
საჭიროა:

8 საბურავი (შეგიძლიათ ნებისმიერ პროფილაქტიკაში გამოართვათ უფასოდ);

სპრეი – შესაღებად;

მიწა – სამი ტომარა ერთი ქოთნისთვის;

მცენარეები – აუცილებლად დაკონტეინერული, შეგიძლიათ იშოვოთ ნებიმისერ სანერგეში.” – წერს მარიამი.


საბურავები იხვრიტება და თოკებით მაგრდება ერთმანეთზე, შემდეგ იღებება და აქციიაში ჩართულ ადამიანებს ადგილზე მიაქვთ. აუცილებელია, რომ ტროტუარზე მანქანა ჯერ არ იყოს დაპარკინგებული.

 

წყარო:http://wom.ge/?p=3136

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 24257
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია