საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერია გაზრდილ პრემიებთან დაკავშირებით პრეტენზიებს უარყოფს
2015/07/03 20:59:21

ქუთაისის მერიის განცხადება

 

 

პრატენზიებს ქუთაისის მერიაში გაცემული პრემიების რაოდენობის თაობაზე ქალაქის თვითმმართველობა სპეციალური განცხადებით ეხმაურება, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის პრესსამსახურის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა.

 

ქუთაისის მერიამ პრემიების მანკიერი პრაქტიკა ერთი წლის წინ გააუქმა

 

ქალაქ ქუთაისის მერიამ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ერთ-ერთ პირველ ამოცანად პრემირების მანკიერი პრაქტიკის გაუქმება დაისახა, რითაც ამომრჩეველთა და ქალაქის მოსახლეობის დაკვეთა შეასრულა. გაუქმდა წესი, როდესაც მერიის ყველა თანამშრომელი, დამსახურების მიუხედავად, კვარტალში ერთხელ პრემიის სახით ხელფასის სრული ოდენობის თანხას იღებდა.

 

ვინაიდან ეს პრაქტიკა კლავდა თანამშრომელთა მოტივაციას, გასულ წელს მერიაში დაინერგა შედეგზე ორიენტირებული წახალისების სისტემა, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. ამ დროს ხდება თანამშრომლების მატერიალური წახალისება მხოლოდ წარმატებით შესრულებული სამუშაოსა თუ დანერგილი სიახლისათვის. ყოველივე ეს სწორი საკადრო პოლიტიკის წარმოების ქმედით ინსტრუმენტად იქცა. მაგალითისთვის საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ 2015 წლის მაისის თვესი 2 მაისობისა და 26 მაისის დღესასწაულებთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებების საუკეთესოდ ორგანიზებისადა ჩატარებისთვის ქალაქ ქუთაისის მერიის რამდენიმე თანამშრომლისთვის გამოყენებულ იქნა წახალისების ფორმა ფულადი ჯილდო.

 

 

2015 წელს პრემირებისთვის სახელფასო ფონდის არაუმეტეს 10 პროცენტია გათვალისწინებული, რაც ასევე მოკრძალებული ნორმაა.

დაზოგილი ადმინისტრაციული ხარჯები ინფრასტრუქტურას და სოციალურ სფეროს როდესაც ქუთაისის მერიამ პრემიების გაცემა რეალურად გასულ წელს შეწყვიტა. მისასალმებელია, რომ მერიის ამ ნაბიჯს გაგებით შეხვდა მერიის თანამშრომელთა აბსოლუტური უმეტესობა. ყოველივე ამან საშუალება მოგვცა მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა მატერიალური წახალისების ფონდი. 

 

აქვე შევეხებით ერთ მნიშვნელოვან მომენტს: ეს არის ადმინისტრაციული ხარჯები. საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებულია, რომ საჯარო სამსახურში ამინისტრირებისთვის ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს მთლიანი ასიგნებების 15%, რაც ითვლება ოპტიმალურ მაჩვენებლად.

 

იმის გამო, რომ ქუთაისის მერიამ მნიშვნელოვნად შეამცირა ადმინისტრაციული ხარჯები (ხელფასი, პრემია, საწვავისა და მანქანების მომსახურების, მივლინებები და ..) ეს მაჩვენებელი დღეისათვის 10%- შეადგენს, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამის შედეგად მარტო 2014 წელს 1,5 მილიონი ლარი დაიზოგა, რაც გადანაწილდა სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

 

 

ამიტომ ყველანაირი სპეკულირება, ვითომდა ქუთაისის მერიაში გაბერილ ადმინისტრაციულ ხარჯებზე თუ პრემიებზე, აბსოლუტური სიცრუეა და მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2144
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია