დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უკანა ფშავში გზა ისევ გაუწმენდავია
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/07/02 13:10:00

ზუსტად ერთი თვის წინ მომხდარი სტიქიის გამო უკანა ფშავის 11 სოფელი გარესამყაროს მოწყდა.

 

ინტენსიური წვიმის გამო ადიდებულმა მდინარეებმა წალეკა გზები და სატრანსპორტო კომუნიკაცია შეწყდა შუაფხოს მიმართულებით (ეს ერთადერთი მარშრუტია იმისათვის, რომ უკანა ფშავის სოფლები დაუკავშირდეს გარესამყაროს).

 

 დაახლოებით ორი კვირის წინ ვესაუბრეთ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ვაჟა ჩოხელს, რომელმაც აღნიშნა, რომ სათანადო სამუშაოებს ჩაატარებენ გზის გასაწმენდად.

 

 უკანა ფშავის სოფელი ვაკისოფელი ამჟამად ორ სოფელთან (ჭალახევი, ელიაგზა) ერთად ითხოვს გზის დაახლოებით 4-5 კილომეტრიანი მანძილის გაწმენდას. ამ სოფლებში  არა მარტო გზის პრობლემა, არამედ უდენობაც აწუხებს მკვიდრ და სეზონურ მოსახლეობას.

 

 მოსახლეობის უმეტესობა მზის ბატარეებით ახერხებს მცირე ინფორმაციის მიღებას, არ ხერხდება მობილური კავშირგაბმულობაც.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3155
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია