დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჩაის სექტორის წარმომადგენელთა ფორუმი ქუთაისში გაიმართა
2015/07/02 12:58:53

ENPARD საქართველომ და მისმა პარტნიორებმა ჩაის სექტორის პირველ რეგიონულ ფორუმს ქუთაისში უმასპინძლეს. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ფერმერთა და ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ფორუმის მიმდინარეობისას აქცენტები ჩაის წარმოების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე გაკეთდა. მხარეებმა ახალი საექსპორტო ბაზრების იდენტიფიცირებასა და სექტორის პროდუქტიულობის გაუმჯობესებაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხებოდა ასევე, ჩაის ბრენდების განვითარებასა და მართვას.


"სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებისთვის, ჩვენი რეგიონი ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული და ჩაის სექტორის გაძლიერებას მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს". – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.

 

აღნიშნული ფორუმი ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული პირველი ღონისძიებაა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების დიალოგების სერიიდან, რომელიც CARE Inertnational - თან, რეგიონული განვითარების ასოციაციასა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით იმართება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7714
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია