დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაკავებულმა ზესტაფონის დასუფთავების სამსახურის უფროსმა შიმშილობა დაიწყო
2015/07/01 10:18:22

ზესტაფონის გამგეობის დასუფთავების სამსახურის უფროსმა მურმან ნებიერიძემ იმერეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო.


ნებიერიძეს, რომელიც გუშინ სამართალდამცველებმა დააკავეს, საგამოძიებო ორგანოები 60 000 ლარამდე თანხის მითვისება-გაფლანგვას ედავებიან. 


დაკავებულის ადვოკატის დალი სულაქველიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ ცნობს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.


"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გააჩნია გარკვეული არგუმენტები და მტკიცებულებები, რომლითაც ის საზოგადოებას და სასამართლოს დაანახებს, რომ ის უდანაშაულოა. მინდა გითხრათ, რომ ის გუშინდელი დღის შემდეგ შიმშილობს და მზადაა თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. ამ ეტაპზე ის იმერეთის სამხარეო პოლიციაში წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული," - აცხადებს ადვოკატი.


ზესტაფონის გამგეობაში, დასუფთავების სამსახურის უფროსის დაკავებას, მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ქავთარაძე ეხმაურება. მისი თქმით, ნებიერიძე მისი კადრი იყო, რის გამოც საკრებულოს თავმჯდომარეს დავით მაღრაძეს მისი თავიდან მოშორება სურდა.


თავის მხრივ, ბრალდებებს საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძეც პასუხობს. ის ადასტურებს, რომ პროკურატურას ნებიერიძის საქმიანობით დაინტერესება თავად სთხოვა, თუმცა იმ ფაქტს, რომ ის მაჟორიტარს უპირისპირდება, არ ადასტურებს.

 

წყარო: http://topnews.com.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2741
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია