დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
10 ივლისს ქუთაისში „დასაქმების ფორუმი“ გაიმართება
2015/07/01 10:02:39

2015 წლის 10 ივლისს ქუთაისში, აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო მართავს რიგით მე-2 „დასაქმების ფორუმს“ გაიმართება. „დასაქმების ფორუმი“ დამსაქმებელს აძლევს საშუალებას, მოიძიოს პოტენციური კადრი, ხოლო სამუშაოს მაძიებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეხვდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს, გაესაუბრონ და მიაწოდონ საკუთარი რეზიუმე (CV).

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორში მოქმედი მსხვილი და საშუალო დამსაქმებლები ბილისიდან, ქუთაისიდან და იმერეთის ახლომდებარე რაიონებიდან, პროფესიული განათლების კოლეჯები და სამუშაოს მაძიებლები. ფორუმის გამტარუნარიანობიდან გამომდინარე, სამუშაოს მაძიებელთა მაქსიმალური რაოდენობაა 12000 იქნება.


ფორუმში მონაწილეობის მსურველი სამუშაოს მაძიებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:


• რეგისტრირებული უნდა იყოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში - worknet.gov.ge-ზე;

• უნდა იყოს წინასწარ რეგისტრირებული ფორუმის მონაწილედ www.ssa.gov.ge-ზე;


• ფორუმზე მისვლისას თან უნდა იქონიოს სარეგისტრაციო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე, რეზიუმეს (CV) რამდენიმე ეგზემპლიარი;


• ფორუმის განმავლობაში უნდა დაიცვას მონაწილეობის ზოგადი წესები;


ფორუმზე დასწრების მსურველი სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაცია იწყება 2015 წლის 29 ივნისს და მთავრდება წინასწარ გათვალისწინებული რაოდენობის (12 000) ადგილების შევსებისთანავე, ან არაუგვიანეს 2015 წლის 9 ივლისის 24:00 საათისა;


რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ მისამართზე:www.ssa.gov.ge;


რეგისტრაციისთვის შესაძლებელია მიაკითხოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრს და რაიონული განყოფილებების ოფისებს.


წყარო: https://www.facebook.com/worknet.gov.ge?fref=photo

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2970
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია