დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თამარ კორძაია: ლგბტ ქორწინების დაკანონება უფლებების კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯია
2015/06/30 17:08:13

“ეს ადამიანის უფლებების სფეროში წინ გადადგმული ნაბიჯია”, – ასე შეაფასა საპარლამენტო ფრაქცია რესპუბლიკელების წევრმა, თამარ კორძაიამ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ლგბტ ქორწინების დაკანონების შესახებ.


დეპუტატი ამბობს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის არგუმენტები, რომლებიც სასამართლომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, რათა ეს პრაქტიკა საქართველოს მსგავს ქვეყნებში სათანადოდ იქნეს გააზრებული.

 

“ეს არის ადამიანის უფლებების სფეროში წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება ვნახო სრულყოფილი გადაწყვეტილება – როგორ მივიდა სასამართლო აქამდე. ამ საკითხს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ, ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რა არგუმენტებით მივიდა სასამართლო აქამდე და როგორ გაიზიარა მოსარჩელეთა პოზიციები. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რათა ეს პრაქტიკა სათანადოდ იქნეს გააზრებული იმ ქვეყნებში, სადაც ამას მტკივნეულად აღიქვამენ.

 

კორძაია აღნიშნავს იმასაც, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებულმა ამ გადაწყვეტილებამ ქართველების პროდასავლურ განწყობებზე არ უნდა იმოქმედოს.

 

“დასავლეთი, აღმოსავლეთი და ა.შ კატეგორიები არაფერ შუაშია. ლგბტ ადამიანები არსებობენ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. აქ საკითხი დგას, რამდენად ვაღიარებთ ამ ადამიანებს თანასწორებად და რამდენად მიგვაჩნია, რომ მათ ისევე შეუძლიათ ცხოვრება, როგორც ჩვენ. ამიტომაც არის, რომ ვიღაცები წინ არიან ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ვიღაცები კი ვართ უკან“- ამბობს კორძაია.

wyaro: http://ctv.ge/?p=10711

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 13863
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია