საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ცესკოში სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/06/30 15:56:39

დღეს ცესკოში სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა. ცესკოს თავმჯდომარემ  თამარ ჟვანიამ მათ, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ გააცნო ინფორმაცია, რომლებსაც ცესკო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს.

 

თამარ ჟვანიამ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობაზე, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაზე ეთნიკური უმცირესობებისთვის და მათთვის საარჩევნო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობაზე. აღნიშნული აქტივობები საარჩევნო ადმინისტრაციამ 2015-2019 წლების სტრატეგიულ გეგმაში ასახა.

 

თავის მხრივ სრულიად საქართველოს შეიხმა რამინ იდიგოვმა და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა იასინ ალიევმა კომისიის წარმომადგენლებთან საკუთარი ხედვის შესახებ ისაუბრეს, - თუ როგორ შეიძლება ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო პროცესებში ჩართულობის გაზრდა და აღნიშნეს, რომ მუსლიმთა სამმართველო აქტიურად ითანამშრომლებს საარჩევნო ადმინისტრაციასთან ამ მიმართულებით.

მსგავსი ტიპის შეხვედრა ცესკოში პირველად შედგა. მონაწილეებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმება კი, ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობების უფრო მეტ ჩართულობას საარჩევნო პროცესებში, მათ ინფორმირებულობას და ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო საკითხებზე.

 

ცესკოში გამართულ შეხვედრას ორგანიზება კომისიის კოორდინაციის დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტმა გაუწია

 

შეხვედრას ესწრებოდნენ:

 ცესკო -კომისიის თავმჯდომარე - თამარ ჟვანია, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, კომისიის წევრები - ირაკლი ხორბალაძე, ზურაბ ხრიკაძე, თავმჯდომარის მრჩეველი - ანა მიქელაძე, კოორდინაციის დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი სოფიო სიჭინავა.

 სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო  - სრულიად საქართველოს შეიხი - რამინ იდიგოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი - იასინ ალიევი, ახალგაზრდა მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე - ფაიგ ნაბიევი, მუსლიმთა სამმართველოს სამეცნიერო საბჭოს წევრები - ფიდროვსი გასიმოვი და ნათიგ ალიევი, სამმართველოს განათლების განყოფილების ხელმძღვანელი - მუსა გაჯიევი.

 არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი - ზაურ ხალილოვი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 13725
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია