საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
უსაფრთხო საქართველო
როგორ უვლიან ნაგავს საჩხერეში
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/06/30 14:37:58

მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც, ზოგადად, არსებობს საქართველოსა და ბევრ განვითარებად ქვეყანაში, უცხო არ არის საჩხერისათვისაც.

 

  მუნიციპალიტეტში რამდენიმე ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა მყარი ნარჩენების მართვის თვალსაზრისით, მაგრამ პრობლემა მაინც არსებობს.

 

 საჩხერისთვის, ძირითადად, დამახასიათებელია ფიზიკური დანაგვიანება. ქიმიურ დანაგვიანებას  უმნიშვნელო ან ეპიზოდური ხასიათი აქვს.

 

 მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებისა, რომელიც გატარდა ქვეყანაში დანაგვიანების პრევენციისთვის, ეფექტური არ აღმოჩნდა და სოციალურ ქსელებში თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ხშირად გამოითქმის საყვედური. გამონაკლისი არც საჩხერის მუნიციპალიტეტია. საზოგადოების აქტიური მოთხოვნისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოჩენილი ყურადღების გამო აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ზესტაფონი-გომის საჩხერის მონაკვეთზე, ქალაქ საჩხერესა და მიმდებარე რამდენიმე სოფელში  ყოველდღიურად ხორციელდება მყარი ნარჩენების შეგროვება და მისი გადატანა საჩხერის მახლობლად არსებულ ნაგავსაყრელზე, რომელსაც იყენებს ჭიათურის მუნიციპალიტეტიც.

 

 შპს „საჩხერის კეთილმოწყობა“, რომელიც მიმდინარე  წელს ორი ტენდერის (დასუფთავებისა და გატანის)  მომგები ორგანიზაცია აღმოჩნდა, მუნიციპალიტეტში ახორციელებს როგორც ნაგვის შეგროვებას, ასევე გატანას.

 

 „საჩხერის კეთილმოწყობის“ დირექტორმა  გოჩა ბურძენიძემ განაცხადა, რომ დღიურად დაახლოებით 60-70 კუბური მეტრი მოცულობის მყარი ნარჩენის მოგროვება და გატანა ხდება. საყოფაცხოვრებო, სამშენებლო, საწარმოო ნარჩენების გარდა ხე-მცენარეთა ფოთლები, გირჩები თუ ნაყოფი ყოველდღიურად გროვდება და თვითმცლელებით გადააქვთ სანაყაროზე.

 

  საჩხერეში 2015 წელს იანვარში შეგროვდა და გადაიზიდა მყარი ნარჩენი 1626 კუბური მეტრის მოცულობით, თებერვალში _ 1657 მ3, მარტში _ 1881მ3 , აპრილში _ 1671 მ3 , მაისში _ 1894 მ3 , ივნისის 28 დღის განმავლობაში კი _ 1843 მ3 .  გასული წლის 12 თვის მყარი ნარჩენის შეგროვება-გატანის მოცულობა 23 534 მ3 იყო.

 

 მიმდინარე წელში საჩხერეში მყარი ნარჩენების შეგროვება-გატანისათვის 246  519 ლარია გამოყოფილი, აქიდან ტენდერით მოგებული დასუფთავება-შეგროვების სერვისის ღირებულება 66 999 ლარია, ხოლო გატანისათვის 179 520 ლარი დაიხარჯება.

 

„საჩხერის კეთილმოწყობის“ 65 თანამშრომელი  კეთილსინდისიერად ეპყრობა დაკისრებულ მოვალეობას და ადგილობრივი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ორგანიზაციის საქმიანობით კმაყოფილია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2337
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია