დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს რკინიგზა შიდა და საექსპორტო სატვირთო გადაზიდვებზე ტარიფებს ამცირებს
2015/06/29 21:42:03

1 ივლისიდან ადგილობრივ და საექსპორტო სატვირთო გადაზიდვებზემოქმედი ტარიფები 20%-ით მცირდება, განაცხადა 29 ივნისს „საქართველოს რკინიგზამ“.


კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, შემცირება შეეხება ადგილობრივ და ექსპორტის რეჟიმში მოქცეულ ყველა სახის მშრალი ტვირთის როგორც სავაგონო, ასევე საკონტეინერო გადაზიდვებს.



„აღნიშნული მარკეტინგული გადაწყვეტილება, სარკინიგზო გადაზიდვების ამ სექტორში კომპანიის გაყიდვების სამომავლო ზრდას გამოიწვევს, ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ადგილობრივი წარმოების მოცულობების ზრდას, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებზე პოზიტიურად აისახება“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.

 

საქართველოს რკინიგზის მიერ 2015 წლის იანვარ-აპრილში გადაზიდული ტვირთების საერთო რაოდენობამ 4.93 მილიონი ტონა შეადგინა, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.6% ნაკლებია.  აქედან ადგილობრივმა გადაზიდვებმა 722 316 ტონა შეადგინა, რაც ოდნავ აღემატება შარშანდელი იანვარ-აპრილის მაჩვენებელს (717 926 ტონა).

 

წელს, პირველი ოთხი თვის მონაცემებით, რკინიგზამ ექსპორტისთვის განკუთვნილი 322 535 ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიდთან შედარებით 41.7%-ით ნაკლებია.

 

იმავე პერიოდში, რკინიგზამ 3.05 მილიონ ტონაზე ოდნავ მეტი სატრანზიტო ტვირთი გადაზიდა, რაც შარშანდელ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (3.02 მლნ ტონა) უმნიშვნელოდ აღემატება.

 

იმპორტირებული ტვირთის გადაზიდვები იანვარ-აპრილში, შარშანდელ პირველ ოთხ თვესთან შედარებით, 8.6% გაიზარდა და 842 317 ტონა შეადგინა.

 

2014 წელს რკინიგზის მთლიანი შემოსავალი 511.6 მლნ ლარი იყო, სადაც ტვირთების გადაზიდვიდან მიღებული შემოსავლის წილი 88.3%-ს შეადგენდა.

 

wyaro:http://www.civil.ge/geo/article.php?id=29505

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8860
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია