დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამოთხე დედამიწაზე
2015/06/29 10:41:12

მსოფლიოს ეს უნიკალური ადგილი ლატვიაში მდებარეობს. ქალქს ამატციემსი ჰქვია და ის ლატვიელი მილიონერის ახდენილი ოცნებაა. სწორედ მის მიერ მოხდა ქალაქის ტერიტორიის შეძენა და „მზის ქალაქად“ გარდაქმნა. ესაა ადგილი, რომელსაც ზღაპრიდან გადმოტანილს უწოდებენ. აქ ყველაფერი ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა და დაუბინძურებელია.

 

აღსანიშნავია რამდენიმე დეტალი. მაგალითად ამატციემში სახლები რელიეფის გათვალისწინებით ისეა აშენებული, რომ არც ერთი სახლის ფანჯრიდან სხვა სახლი არ ჩანს, ყოველი სახლის წინ არის პატარა ტბა და სახლის ნაკვეთის შემადგენლობაში შედის ტყის ნაწილიც. ყველა სახლს აქვს საკუთარი ტექნიკური აღჭურვილობა, ანუ აპარატი რომელიც მზის ენერგიას სითბოდ გარდაქმნის. ამის საშულებით ხდება გათბობის და თბილი წყლის კონცენტრირება ქალაქში. ამატციემში მოქმედებს მკაცრად განსაზღვრული წესებიც, მაგალითად აქ არ შეიძლება ღობის მოშენება და შინაური ცხოველის დაბმა.

 

 „მზის ქალაქად“ წოდებული ამატციემსი თანამედროვე ქალაქიცაა, აქ არის ყველა პირობა კარგი და კომფორტული დასვენებისთვის. რათქმაუნდა არსებობს გასართობი ადგილები და რესტორნები, სადაც საკვები მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტისგან კეთდება. ამბობენ, რომ საკვებს აქ განსაკუთრებული გემო აქვს. ამჯერად ქალაქში 19 ოჯახი ცხოვრობს.

 








 

 

წყარო: http://fortuna.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3272
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია