საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კიევი-ქუთაისი - პირველი ავიარეისი დღეს დილით შესრულდა
2015/06/28 14:48:31

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით, 6 საათზე, კიევი-ქუთაისის პირველი ავიარეისი შეასრულდა. მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების წარმომადგენლებს შორის წარმატებით დასრულდა. 

 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მგზავრებს დღეიდან ქუთაისი-კიევის ავიარეისით სარგებლობა კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას შეეძლებათ. 


ავიაბილეთის საფასური (ორი გზა) 136 ევროდან იწყება და მისი შეძენა მსურველებს უკრაინის საერთაშორისო აეროპორტის ვებ-გვერდზე (www.flyuia.com) შეუძლიათ.


პირველ რეისს აეროპორტში ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დახვდნენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12807
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია