საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ეთერ კაკულიას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან
2015/06/26 18:58:05

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მომღერალი ეთერ კაკულიას გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში ეხმაურებიან ცნობილი ქართველები.

გიორგი მარგველაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ყველასათვის საყვარელი ქართველი მომღერლის, ქალბატონ ეთერ კაკულიას გარდაცვალების გამო. ამ მძიმე წუთებში სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ქალბატონი ეთერის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ნინი ბადურაშვილი: ძალიან სამწუხარო ამბავი... ღმერთმა ნათელში გამყოფოს ყველასათვის საყვარელო ეთერ

სტეფანე მღებრიშვილი: ეთერის ამბავს ძალიან განვიცდი. მე მას ახლოს ვიცნობდი წლებია, ისევე როგორც ბევრი სხვა, იმიტომ რომ ძალიან კომუნიკაბელური იყო... სულ მისი ფანი ვიყავი და ამას ხშირად ვუმეორებდი... ერთერთ ფილმში დედაჩემსაც თამაშობდა და გადაღებაზე სოფელში ერთად მივდიოდით ხოლმე.ყოველდღე მიხაროდა რომ ეთერის უნდა გავუარო. ტურნეში უამრავ ქალაქში გასტროლზე რომელ მარშუტკაშიც ეთერი იყო, იქ ვჯდებოდი... ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ძალიან ვწუხვარ...

გიორგი მახარაშვილი: ღმერთმა ნათელში ამყოფოს

ანრი ჯოხაძე: ჩემო ეთო, ცრემლიც არ მყოფნის ისე მტკივა შენი წასვლა.

სოფო ბედია: ჩემო საყვარელო ეთო გული მომიკვდა ძალიან ვწუხვარ და ვტირი რომ დაგვტოვე. ძალიან მიყვარხარ. გული ჩამწყდა შენ მართლა102 წელი უნდა გეცოცხლა ისეთი დადებითი პოზიტიური და საყვარელი იყავი

კახა კუხიანიძე: ძალიან სამწუხაროა... მთელ საქართველოს დაწყვიტე გული

გიორგი ქისტაური: იცით როგორი ქალი იყო (პირადად ჩემთვის)? აი რო დაჯდებოდი და ტკბილად , ხალისით რო დაგელაპრაკებოდა , გაცინებდა , გატირებდა , გაგახალისებდა , ნიჭიერი ხა თბილი, სამწუხაროა ძალიან რომ ეთერ კაკულია გარდაიცვალა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2373
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია