დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეგიონული თათბირი ამჯერად ვანში გაიმართა
2015/06/26 11:58:16

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ კიდევ ერთი გასვლითი რეგიონული თათბირი ვანის მუნიციპალიტეტში გამართა. სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა იმერეთის მხარეში გივი ჭიჭინაძემ გამგებლებთან ერთად, 2015 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ იმსჯელა.

 

მხარის 12–ვე მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სამუშაოები. ამ ეტაპზე ხორციელდება: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა, ფასადების კეთილმოწყობა, სკვერებისა და ქუჩების რეაბილიტაცია. შეხვედრაზე ასევე იმერეთში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს.


რეგიონულ თათბირს გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია და იოსებ ხახალეიშვილი, მუნიციპალიტეტების გამგებლები, საქართველოს მთავრობის კანცელარიისა და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2860
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია