დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ორი სკვერის კეთილმოწყობა ქუთაისში 137 ათასი ლარი ჯდება
2015/06/26 11:31:48

ქუთაისში რუსთაველის №37-ისა და ბუხაიძის №6-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ სამუშაოებს შ.პ.ს თეგიკაუნივერსალიახორციელებს. სკვერების რეაბილიტაციისთვის 136 974 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება. აღნიშნულ სკვერებში სკამები, დეკორატიული განათება, დაწნეხილი ფილები, მწვანე საფარი, დეკორატიული მცენარეები და სარწყავი სისტემა კეთდება.


სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და ივლისის ბოლოს დამთავრდება.


ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ ქალაქში სკვერების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ასევე ხდება მწვანე საფარის გაზრდა. ბოლო წლების განმავლობაში არ ყოფილა პრეცენდენტი იმისა, რომ მასშტაბური სამუშაოები ამ მიმართულებით განხორციელებულიყო. ინფრასტრუქტურის განვითარება და გარემოზე ზრუნვა არის მნიშვნელოვანი, რათა ჩვენს ქალაქში შეიქმნას კარგი საცხოვრებელი პირობები,“ - აცხადებს შოთა მურღულიამ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7093
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია