დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ელისო ჯიბლაძე: „უფრო თამამები და აქტიურები უნდა იყვნენ დამქირავებლები, შშმ პირებთან თანამშრომლობის კუთხით’’
2015/06/26 10:33:05

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელმისწავდომობის ადვოკატირების საპილოტე პროგრამის ფარგლებში ყოველდღიურად ახალ პარტნიორებს იძენს.  ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც მზად არიან  შშმ პირთა დასაქმების ცენტრთან შშმ პირთა დასაქმების მიზნით ითანამშრომლონ. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი პირი ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლაში დარაჯად დასაქმდა. როგორც კი სკოლაში აღნიშნული ვაკანსია გაჩნდა, სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ელისო ჯიბლაძემ  დასაქმების შშმ პირთა დასაქმების ცენტრს მიმართა.

 

ელისო ჯიბლაძე: „სსიპ ქალაქ ქუთაისის №15 საჯარო სკოლაში რამდენიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე სწავლობს. ძალიან  თბილები, საყვარლები და სანდო მეგობრები არიან ჩვენი პატარები,  პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით და ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ იმით, რომ  მათთან გვაქვს ურთიერთობა. მიმაჩნია, რომ ბევრი საინტერესო და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ადამიანი, შშმ პირი ვერ ახერხებს დასაქმებას  და თვითრეალიზების  ნაკლები შესაძლებლობა აქვს.  როცა  ჩვენს სკოლაში დარაჯის პოზიციაზე გაჩნდა  ვაკანსია,  ჩავთვალეთ, რომ  შშმ პირთა დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობა შესაძლებლობას მოგვცემდა, დასაქმების შანსი მიგვეცა იმ ადამიანისათვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა აღნიშნული სამსახური. ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი    სარგებლობდა სანდო იმიჯით და მათ შეუძლიათ ასევე სანდო და საჭირო ადამიანის მოძებნაში დახმარება და  ამიტომ მივმართეთ კიდეც მას.“

 

შშმ პირთა დასაქმების ცენტრში  ამჟამად სამსახურის მაძიებელი 129 შშმ პირია  დარეგისტრირებული,  რომლებიც ამ პროგრამის ფარგლებში შექმნილი უნიკალური ინსტურმენტით არიან შეფასებული. ამასთანავე 54 ბენეფიციარს  პროგრამის ფარგლებში გავლილი აქვს პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები.

 

სოფო ონიანი, დასაქმების კონსულტანტი: „ბაზიდან შევარჩიეთ რამდენიმე კანდიდატი, დავუკავშირდით მათ  და შევთავაზეთ დარაჯის პოზიციაზე მუშაობის დაწყება, გავაცანით პირობები. შეირჩა ერთ-ერთი პირი, რომელსაც აკმაყოფილებდა ვაკანსიის მოთხოვნებს და მისთვისაც მისაღები იყო შეთავაზებული პირობები.“

 

ქალბატონ ელისოს მიაჩნია, რომ  შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობა, პირველ რიგში, წარმატებულ კონკურენციასაც კი უწყობს ხელს.  საზოგადოების ყველა წევრისათვის თანაბარი პირობების შექმნა დასაქმებისა და თვითრეალიზებისათვის,  იგივე საზოგადოების გაჯანსაღებისათვის, არის მნიშვნელოვანი.

 

 

„მათ შორის ბევრი ნიჭიერი და გამჭრიახი ადამიანია, რომელსაც წლების განმავლობაში არსებული დამოკიდებულებების გამო საკუთარ კონკურენტუნარიანობაზე განაცხადის თამამად გაკეთება  უჭირს.  დიახ, უფრო თამამები და აქტიურები უნდა იყვნენ დამქირავებლები, ითანამშრომლონ შშმ პირებთან.  შესაძლოა ეს სითამამე მათი განსაკუთრებული წარმატების საწინდარიც კი გახდეს, ჩვენ  თანამშრომლობის ხანგრძლივი პერიოდი არ გვაკავშირებს, მაგრამ ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან კმაყოფილი ვართ იმ არჩევანით, რომელიც გავაკეთეთ. ჩვენ გვყავს სანდო, პასუხისმგებლობის მქონე და  კვალიფიციური თანამშრომელი.“ – ამბობს ელისო ჯიბლაძე. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5665
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია