საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი გაბაშვილი: "ყველა პოლიტიკურ საქმეზე, მოსამართლეების წინააღმდეგ შატაჟს იყენებენ"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/06/24 13:17:28

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  ხელისუფლება მოსამართლეებს აშანტაჟებს და ასე ცდილობს მათთვის სასურველი შედეგების მიღებას. დეპუტატმა ამის მაგალითად თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევა მოიყვანა.


„გუშინ ჩვენ მოვისმინეთ აბსოლუტურად სკანდალური აღიარება იმასთან დაკავშირებით, რომ გიგი უგულავას სასამრთლო პროცესზე შერჩეული მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე, თავად ყოფილა სერიოზული სამართლებრივი პრობლემების წინაშე. საქმე ეხება ავტოავარიას, რომელსაც ადამიანი ემსხვერპლა. ეს აჩენს სერიოზულ და საფუძვლიან ეჭვს, რომ   ამ საქმის მეშვეობით მოსამართლეზე ზეწოლა ხდება და შედეგიც სახეზე გვაქვს  - დაცვის მხარეს არ მიეცა საშუალება წარმოადგინოს თავისი მტკიებულებები და გამოკითხოს მოწმეები, ხოლო პროკურატურას, იგივე საქმისთვის, რამდენიმე თვე ჰქონდა.


უნდა ითქვას, რომ ივანიშვილმა უკვე ჩამოაყალიბა სასამართლოზე კონტროლის მექანიზმი, და სახეზეა იმ სისტემაში დაბრუნება, როცა სასამართლომ ნებისმიერი დაკვეთა უნდა შეასრულოს,  ხელისუფლებამ კი აქ დაბრუნებულ კორუფციაზე თვალი დახუჭოს.


აქვე მინდა შევეხო ე.წ. კაბელების საქმეს. ამ შემთხვევაშიც მოვისმინეთ, რომ მოსამართლეზე ზეწოლა ხორციელდებოდა, რათა მას ხელისუფლებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიეღო.


 

როგორც გიგი უგულავას შემთხვევაში, ასევე ყველა სხვა პოლიტიკურ საქმეზე, სახეზეა მოსამართლეებზე ზეწოლა და მათ წინააღმდეგ შანტაჟის გამოყენება, რათა ივანიშვილისთვის სასარგებლო შედეგებს მიაღწიონ. ესაა სავალალო მდგომარეობა“, - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4104
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია