საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ვერეს ხეობის არეალში აეროგადაღება განხორციელდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/06/19 13:48:34

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა წყნეთი-ახალდაბისა და წყნეთი-ბეთანიის ტერიტორიაზე სტიქიის ზონა  უპილოტო საფრენი აპარატის საშუალებით, გეოლოგებთან ერთად დაათვალიერა.  

 

თავდაცვის სამინისტროს დახმარებით, მდ. ვერეს ხეობის არეალში  აეროგადაღება განხორციელდა. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს საშუალება ექნებათ მოახდინონ კრიტიკული უბნების იდენტიფიცირება, რომლებმაც  კატასტროფული მოვლენები განაპირობეს.

 

აეროგადაღების შედეგად მოხდება სარისკო უბნების რუკაზე გადატანა და  მომავლისთვის რისკების შეფასება.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4277
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია