დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მდგრადი ენერგეტიკის დღე ქუთაისში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/06/19 12:54:40

ევროკომისიის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში მდგრადი ენერგეტიკის დღე გაიმართა.

 

ცნობილია, რომ ქუთაისი ევროკავშირის მერების შეთანხმების წევრი ქალაქია. მერების შეთანხმება არის ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივა. იგი აერთიანებს ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას, გაზარდონ ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება მათ დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე.

 

შეთანხმების ხელმომწერნი მიზნად ისახავენ, 2020 წლისათვის შეამცირონ CO2-ის ემისიები მინიმუმ 20%-ით და ამით თავიანთი წვლილი შეიტანონ მწვანე ეკოლოგიურად ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის.

 

საქართველოში მერების შეთანხმებას უკვე 13 ხელმომწერი ჰყავს, ესენია, თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, ბოლნისი, ახალციხე, მცხეთა,  თიანეთი და ყაზბეგი.  

 

 ქუთაისში  მდგრადი ენერგეტიკის დღის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა:

აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განახლებადი ენერგეტიკა: განვითარების პერსპექტივები და გამოწვევები“. კონფერენციის ორგანიზატორები უნივერსიტეტი და კავშირი „ენერგოეფექტურობის ცენტრი - საქართველო“ იყვნენ.


 

ქუთაისის ტორპედოს სტადიონზე ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინეს. პროექტი განხორციელდება „ბიპი საქართველოსა“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციების, USAID/Winrock-ისა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით. იქვე გაიმართა ასევე, ქუთაისის ტორპედოს კლუბის მოთამაშეებისა და ახალგაზრდების სამოყვარულო მატჩი. 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9926
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია