დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/06/18 00:52:15

 

თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს და დედაქალაქის მასშტაბით პატრულირებას მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებს.

 

სააგენტოს ეკიპაჟები კუს ტბის, ვაკის პარკის, ვერის ბაღის, 9 აპრილის ბაღის, მთაწმინდის პარკისა და ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე იქნება გადანაწილებული. გარდა ამისა, თბილისში იმოძრავებს ორი ეკიპაჟი, რომელიც ოპერატიულ რეაგირებას მოახდენს მოქალაქეებისგან შემოსულ ზარებზე.

 

13 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აქტიურადაა ჩართული ცხოველების მოძიების პროცესში. სტიქიის ღამეს სააგენტოს შესაბამისი სამსახურის ჯგუფები აქტიურად მუშაობდნენ ზოოპარკში და ცხოველთა გადარჩენას ცდილობდნენ. ამ დრომდე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში რჩება ზოოპარკიდან გადაყვანილი 1 დათვი და 2 ბელი.

 

გარდა ამისა, სააგენტოს თანამშრომლები ოპერატიულ რეაგირებას ახდენდნენ მოქალაქეებისგან შესულ ზარებზე. დღემდე სააგენტოში შესულია 700-მდე ზარი, საიდანაც სააგენტოს წარმომადგენლებმა რეაგირება ყველა მათგანზე მოახდინეს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5127
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია