დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალი ინიციატივა სკოლიდან - „მოვიაროთ და მოვუაროთ!“
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/06/17 19:55:53

გარემოსდაცვითი ღონისძიებათა აუცილებლობიდან გამომდინარე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ გასული წლიდან არაერთი ეკოლოგიური მცირე პროექტი განახორციელა.


 მიმდინარე წელს მათ ჩარგალისა და ანანურის მიმართულებით ეკოეთნოგრაფიული ექსკურსია დაგეგმეს და თბილისი-გორის მაგისტრალზე დაახლოებით ერთი კუბური მეტრის მოცულობის მყარი ნარჩენი შეაგროვეს.


 

 „გასულ წელს კაცხის სვეტის მისადგომებში 4 კუბური მეტრი მოცულობის მყარი ნარჩენები მოვაგროვეთ. მაშინ დაგვებადა იდეა, რომ ეკოეთნოგრაფიული გასვლები მოგვეწყო საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით. მართალია, დღეს ჩვენ ბევრი მყარი ნარჩენი არ შეგვიგროვებია, მაგრამ ალბათ უამრავმა ადამიანმა დაგვინახა, როგორ ვასუფთავებდით გარემოს.

მათ გარემოს დასუფთავების სურვილი თუ არ გაუჩნდებათ, იმედია, დაბინძურებას მაინც მოერიდებიან. მადლობას ვუცხადებთ ბატონ აკაკი გურჯიძეს, რომელმაც აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ხელი შეგვიწყო. ამ პროექტის ფარგლებში ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმიც მოვინახულეთ და ანანურიც, ასევე შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსი.

მოვუწოდებთ საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობას, რომ ჩვენს მსგავსად დაიწყონ ასეთი ტიპის აქციები: მოიარონ და მოუარონ საქართველოს. ჩვენ კიდევ ვაპირებთ ამ დევიზით მინიპროექტების განხორციელებას, იმედია, ბევრი შეგნებული ადამიანი გაიზიარებს ამ ინიციატივას და ტრადიციულს გახდიან ასეთი ტიპის ექსკურსიებს“, _ აღნიშნეს ექსკურსანტებმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 16295
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია