საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სტიქიით დაზარალებულებისათვის საბუთების აღდგენა უფასო იქნება
2015/06/15 14:23:11

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით დაზარალებულებისათვის საბუთების აღდგენა უფასო იქნება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის დღევანდელი ბრძანების თანახმად, ყველას ის პირი, რომელიც თბილისის მერიის მიერ მოწოდებული სიის თანახმად, 2015 წლის 14 ივნისის სტიქიით დაზარალებული პირია, უფასოდ აღადგენს ან უფასოდ აიღებს შემდეგ საბუთებს:


ა) პირადობის მოწმობა (დაჩქარებული იმავე დღეს);
ბ) ბიომეტრიული პასპორტი (აღდგენა);
გ) ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი;
დ) ბინადრობის მოწმობა (დაჩქარებული იმავე დღეს);
ე) პირადობის ნეიტრალური მოწმობა;
ვ) დაბადების მოწმობა (აღდგენა, დაჩქარებული იმავე დღეს);
ზ) ქორწინების/განქორწინების მოწმობა (აღდგენა, დაჩქარებული იმავე დღეს);
თ) გარდაცვალების მოწმობა (დაჩქარებული იმავე დღეს);
ი) ცნობა შვილად აყვანის რეგისტრაციის შესახებ (აღდგენა, დაჩქარებული იმავე დღეს);
კ) ცნობა სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის შესახებ (აღდგენა, დაჩქარებული იმავე დღეს);
ლ) ცნობა მამობის დადგენის რეგისტრაციის შესახებ (აღდგენა, დაჩქარებული იმავე დღეს);
მ) საქართველოს მოქალაქეობის დადასტურება;
ნ) ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების არარსებობის შესახებ ცნობა;
ო) ფოტოსურათის საფასური;
პ) ატესტატის დუბლიკატი.


იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის იუსტიციის სახლი უქმე დღით არ სარგებლობს და ის დღეს დილიდან ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. გასაცემი სერვისების მიხედვით სტიქიით დაზარალებულ პირთა მომსახურებისთვის სპეციალური ადგილები გაიხსნა. ამ ადგილებში დაზარალებული პირები მიიღებენ დეტალურ კონსულტაციას ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხოლო სამოქალაქო რეესტრის მიმართულებით ყველა ზემოჩამოთვლილ საბუთს უფასოდ აიღებენ ან აღადგენენ.
იუსტიციის მინისტრის ბრძანება დღეს დილით გამოიცა და ის 2015 წლის 1 სექტემბრამდეა ძალაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1342
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია