-ე საჯარო სკოლაში არსებულმა თოჯინების თეატრმა „ჩვენ თვითონ“ კიდევ ერთხელ გვამოგზაურა ჯადოსნურ სამყაროში. „ბიბლიოთეკის ტყვეობაში“ – ამ სპექტაკლით წარსდგა დასი პატარა მაყურებლის წინაშე, მასწავლებლების მანანა ლომთაძისა და ნათია ლეთოდიანის ხელმძღვანელობით. სპექტაკლისათვის თოჯინები სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა შექმნეს, ჩვენთვის კი ისინი VI 1 კლასის მოსწავლეებმა გააცოცხლეს.
ჩვენი სკოლის მოსწავლეებთან ერთად სპექტაკლს ესწრებოდნენ ქუთაისის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყაროს“ ბავშვები. ისინი დიდი ინტერესითა და ყურადღებით უყურებდნენ თოჯინებს და გამოხატავდნენ საკუთარ ემოციებს.
მომავალი წლიდან დასი ახალ-ახალ სპექტაკლებს შემოგვთავაზებს და არა ერთ ბავშვს გაუღებს ჯადოსნური სამყაროს კარს.