დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
13 ივნისს სტიქიამ ჭიათურასაც შეუტია
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/06/14 17:47:36

ისევე, როგორც საქართველოს ბევრ მუნიციპალიტეტში, 13 ივნისს ჭიათურაშიც სტიქიამ დააზიანა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და, ნაწილობრივ, ინფრასტრუქტურაც.


 „ზოგიერთ ტერიტორიულ ერთეულში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ზოგიერთ ერთეულში სეგმენტურად დაზარალდა მოსახლეობა. საბედნიეროდ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილზე სტიქია არც ყოფილა. უახლოეს ხანებში დავითვლით ზარალს და მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმარებით. ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება და პრეცედენტი, ვიცით, რამდენად მძიმეა გლეხისთვის მთელი გაზაფხულის შრომის წყალში ჩაყრა და ამიტომ მოსახლეობას სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის იმედი უნდა ჰქონდეს. აქვე მინდა მივუსამძიმრო იმ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, რომელთაც გუშინ დიდი ტრაგედია დაატყდათ თავს“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბარში ჭიათურის გამგებელმა სულხან მახათაძემ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3510
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია