დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო სამუშაოებში გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო აქტიურადაა ჩართული
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/06/14 16:36:34

სტიქიის ზონაში ჩამოტანილი ქვა - ღორღით დაზიანებული გზის გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა სამსახური - მათ შორის ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელები ახალი გზის მაგისტრალზე ე.წ. „მზიურის კოშკების“ მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებში იღებენ მონაწილეობას. 

 

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტები, შინაგან საქმეთა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარებისა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლებთან ერთად, დილიდან მუშაობენ იმ ცხელ წერტილებში, რომლებიც გუშინდელი უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა. ადგილებზე ხდება გეოლოგიური პროცესების შეფასება და პროგნოზირება პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით .


ვერტმფრენით, არაერთგზის მოხდა გეოლოგიურად აქტიური ადგილების შეფასება/დათვალიერება, მათ შორის წყნეთი- ბეთანიისა და თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზის მონაკვეთებზე. ადგილზე შეფასებული მდგომარეობის შედეგად დაიგეგმა უსაფრთხოების ღონისძიებები, რათა საფრთხე არ შექმნოდა მოსახლეობასა და საავტომობილო გზებზე მოძრაობას.


გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ასევე იმყოფებოდნენ წყნეთში მდებარე „ბაქსვუდის“ სკოლის ტერიტორიაზე, სადაც ასევე შეფასებულ იქნა სტიქიისგან გამოწვეული შედეგები და ადგილზე გაცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2547
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია