დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც გამტარი გვირაბები დააპროექტა
2015/06/14 15:38:10

„მდინარის გვირაბში გატარება შეცდომა იყო და ახლა ეს უბედურება ამ შეცდომის გამო მოხდა“, - ამბობს ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე და განმარტავს, რომ მდინარე ვერეს ადიდების შედეგად ტრაგიკული შემთხვევები მანამდეც მომხდარა, შესაბამისად, მდინარის გვირაბში გატარება არასწორი არჩევანი იყო. თუმცა, თუ გვირაბების აუცილებლობა ნამდვილად არსებობდა, მაშინ ისინი შესაბამისი სიგანის უნდა ყოფილიყო.


ზურაბ ბაქრაძე იხსენებს, რომ 50-იან წლებში მდინარე ვერემ აბანოთუბანი და ზოოპარკი ერთხელ უკვე დატბორა და მსგავსი მოვლენის განმეორების პროგნოზირება შესაძლებელი იყო. ამ ფონზე მით უფრო გაუმართლებელი იყო გვირაბებში მდინარის მოქცევა.

 

„გვირაბებში მდინარის გატარება არაფრით არ შეიძლებოდა. თუ მაინცდამაინც, მაშინ გვირაბების განივკვეთი უნდა ყოფილიყო გაცილებით დიდი და საკმარისი ადიდებული მდინარის გასატარებლად. ან მოწყობილიყო ისეთი განიერი ნაპირები, რომელზეც წყალი გადავიდოდა და შემდეგ დაუბრუნდებოდა კალაპოტს. კანალიზება, მით უფრო გვირაბებში გატარება პრინციპულად არასწორი იყო. მაგრამ მოხდა ისე, რომ ახალი გზა გადაატარეს მდინარეზე, ამის გამო მდინარე პატარა გვირაბებში მოაქციეს“, - ამბობს ბაქრაძე.


ქალაქმგეგმარებელი განმარტავს, რომ ასეთ პირობებში სარეკრეაციო გარემო მაქსიმალურად უნდა დაამსგავსო ბუნებრივს და არა პირიქით.

 

"ბუნებრივი გარემო კი მდინარისთვის არის ისეთი კალაპოტი, რომელიც იტანს ადიდება-დაპატარავებას. მდინარე სუნთქავს და მას თავისი ბუნებრივი კალაპოტი აქვს. მას სჭირდებოდა ბრტყელი ნაპირების  მოწყობა, დასაფეხურება, ჯებირების სხვადასხვაგვარი სისტემა. ათასი რამის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ არა იმისი, რაც გააკეთეს“, - დასძენს ქალაქმგეგმარებელი.

 

„ზუსტად არ ვიცი ამჟამად რა ფორმალური საფუძვლები არსებობს სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების, მაგრამ ფაქტია, რომ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო ნალექების სტატისტიკა ბოლო ასეული წლის განმავლობაში, განსაზღვრულიყო მოსალოდნელი რისკები და შემდეგ შეფასებულიყო რამდენად შეესაბამებოდა ამ რისკებს ის დაგეგმვა, რაც აირჩიეს. ახლა მაინც უნდა შეფასდეს, რამდენად იყო ეს ყველაფერი გათვალისწინებული. თუკი რომელიმე ორგანო, მაგალითად პროკურატურა ამ საკითხით დაინტერესდება და შესაბამისი დაკსვნებიც დაიდება, მაშინ უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც გამტარი გვირაბები დააპროექტა. დაგეგმვისას ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. ამას გამართლება არ აქვს“, - ამბობს ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე.

 

wyaro:http://www.liberali.ge/ge/liberali/news/126165/.htm

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3637
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია