დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველები თბილისის ქუჩებში მოძრაობენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/06/14 04:22:53

 

უკვე ცნობილია, რომ ძლიერი წვიმის შედეგად თბილისის ზოოპარკი დაიტბორა, რის გამოც ვოლიერებიდან ცხოველები გაიქცნენ.დედაქალაქის ქუჩებში რამდენიმე ადგილას უკვე შენიშნეს გაქცეული ლომი, მგელი, პინგვინი, ბეჰემოთი. ბეემოთის კადრები გმირთა მოედნის ხიდთან რუსთავი2-მა პირდაპირ ეთერში გააშუქა, პინგვინი უკვე დაიჭირეს, ხოლო ლომის ფოტო  სოციალური ქსელის მომხმარებლისგან  გავრცელდა.


სამაშველო ჯგუფები მობილიზებული არიან დედაქალაქის ყველა რაიონში, რათა შესაბამისი სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჩატარდეს და დაზარალებულ მოსახლეობას დახმარება დროულად აღმოუჩინონ.


საგანგებო შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს, არ აყვეს პანიკას და არ გაავრცელოს გადუმოწმებელი ინფორმაცია, ასევე, არ დატოვოს საცხოვრებელი ადგილები.


ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ყველაფერი კეთდება გაქცეული ცხოველების უმოკლეს დროში დასაბრუნებლად. მათ სპეციალისტები დასაძინებელ ტყვიებს ესვრიან, რომ უფრო ადვილად მოხერხდეს მათი უსაფრთხო ადგილზე დაბრუნება.

 

ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, ფაქტობრივად თბილისის ზოოპარკი აღარ არსებობს

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3609
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია