დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასწავლო ვიზიტი ბათუმში
2015/06/12 14:40:33

 ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით, სამოქალაქო  განათლების პროგრამის ..მომავლის თაობა’’ ფარგლებში იმერეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები  სასწავლო ვიზიტით ბათუმში იმყოფებოდნენ. 

პირველად მოსწავეები საკონსტიტუციო სასამართლოს ეწვივნენ. მათ დაათვალიერეს სასამართლოს შენობა,  გაეცნენ საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიასა და  ფუნქციებს. მოსწავლეები შეხვდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს, რომელიც მოსწავლეებს საქართველოს სასამართლო სისტემებზე ესაუბრა.

სამოქალაქო კლუბის წევრები ასევე სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ბათუმის იუსტიციის სახლში.    მოსწავლეებმა დაათვალიერეს შენობა, იუსტიციის სახლის სამივე სივრცე, თვითმომსახურების სივრცე;  სწრაფი მომსახურების სივრცე;  ხანგრძლივი მომსახურების სივრცე.  გაეცვნენ სერვისებს –  ბათუმის იუსტიციის სახლში  მოქცეულია სახელმწიფო სერვისების დიდი უმრავლესობა. მისი მიზანი იმ დოკუმენტების გაცემა და მომსახურებების განხორციელებაა, რომელზეც ექსკლუზიური უფლება მხოლოდ სახელმწიფოს გააჩნია.

 

დღის დასასრულს  სამოქალაქო კლუბის წევრები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში იმყოფებოდნენ. რომელსაც  ქალაქ ბათუმის ცენტრიდან 9 კილომეტრში, მდინარე ჩაქვისწყლის შესართავს და მწვანე კონცხს შორის მდებარე სანაპირო ზოლის დაახლოებით 1 კმ სიგრძის სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთი უჭირავს. ბოტანიკური ბაღი გამორჩეულია მდიდარი საჰერბარიუმო ფონდით და სამეცნიერო ბიბლიოთეკით

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2355
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია