საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
არასდროს განსაჯოთ ადამიანები...
2015/06/11 12:25:24

ინციდენტი საავადმყოფოში: ქირურგი მოვიდა საავადმყოფოში, რადგან დაურეკეს, რომ პაციენტს ესაჭიროებოდა გადაუდებელი ოპერაცია. პალატასთან იცდიდა პაციენტის მშობელი, რომელიც ყვირილით მიეჭრა ექიმს:„ამდენი ხანი სად იყავით? არ იცით, რომ ჩემი შვილი საფრთხეშია? პასუხისმგებლობის გრძნობა საერთოდ არ გაქვთ?"

 

„როგორც კი დამირეკეს, მაშინვე გამოვეშურე თქვენი შვილის დასახმარებლად. ვეცადე, სწარაფად მოვსულიყავი. გირჩევთ, დამშვიდდეთ და მომცეთ საშუალება, გავაკეთო ჩემი საქმე," – უპასუხა ქირურგმა.

 

„დავმშვიდდე? თქვენი შვილი რომ იყოს ჩემი შვილის ადგილზე, თქვენი შვილი რომ კვდებოდეს, თქვენ დამშვიდდებოდით?"

 

ექიმმა გაიღიმა და უპასუხა: „საღვთო წიგნში წერია, „მიწა ხარ და მიწად იქეცი“. ექიმებს არ შეუძლიათ, პაციენტებისთვის უკვდავების ჩუქება. ილოცეთ თქვენი შვილისთვის!

„აბა რა, რჩევების მიცემა, როცა საქმე თქვენ არ გეხებათ, იოლია," – ჩაილაპარაკა მამამ.

 

რამდენიმე საათის შემდეგ ქირურგი გამოვიდა საოპერაციო პალატიდან და მამას მიულოცა: „გილოცავთ, თქვენი შვილი გადარჩა! თუ გექნებათ შეკითხვები, ექთანს მიმართეთ," – თქვა მან და ისე, რომ არც დალოდებია მამის პასუხს, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა შენობა.

 

როცა ექთანი გამოჩნდა, პაციენტის მშობელმა მაშინვე გააკეთა ქირურგის მოულოდნელ გაუჩინარებაზე კომენტარი: „რატომ არის ასეთი ამპარტავანი ეს ქირურგი? არცკი დაიცადა, რომ ჩემი შვილის მდგომარეობის შესახებ მეკითხა მისთვის".

 

თვალცრემლიანი ექთნის პასუხი: „მისი შვილი დაიღუპა ავტოავარიით. დაკრძალვაზე იყო, როცა დავურეკეთ, სასწრაფოდ მოსულიყო და ოპერაცია გაეკეთებინა თქვენი შვილისთვის. გადაარჩინა თქვენი ვაჟი და მალე წავიდა, რომ დაესწროს შვილის დაკრძალვას."


მორალი: „არასდროს განსაჯოთ ადამიანები, რადგან თქვენ არ იცით, რა ხდება მათ ცხოვრებაში. სანამ სხვის გაკიცხვას დაიწყებ, გაიხსენე, რომ შენ სხვებივით არ გიცხოვრია“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2020
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია