დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისი უკრაინელ ჟურნალისტებს მასპინძლობს
2015/06/11 11:52:53

უკრაინელი ჟურნალისტები და ტუროპერატორები საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით ქუთაისში იმყოფებიან. კიევში მოქმედი ნაციონალური არხებისა და გაზეთების რედაქტორები, პროდიუსერები და წამყვანი ჟურნალისტები ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ადგილობრივ მთავრობასა და ტუროპერატორებს შეხვდნენ. ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვიმმართველობის ქონების მართვის სამსახურმა უკრაინული ტელეარხებისათვის იმერეთის ისტორიული ღირშესანიშნაობების შესახებ პრეზეტანცია გამართეს. ბოტანიკურ ბაღში უკრაინული მედიის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, ქართულ ფოლკლორს და ეროვნულ სამზარეულოს გაცნობოდნენ. სტუმრებმა ასევე იმერული ღვინოები დააჭაშნიკეს. უკრაინელი ჟურნალისტები ქუთაისზე ვრცელ რეპორტაჟს ამზადებენ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2300
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია