დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერია: ნინოშვილის ბაღთან მშენებლობა კანონის დაცვით მიმდინარეობს!
2015/06/09 13:41:53

ქუთაისში, ნინოშვილის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობა არაერთხელ იქცა მწვავე განხილვის თემად. ბაღთან მშენებლობა საზოგადოებამ გააპროტესტა. ქუთაისის მერიის პრესსამსახური, ქალაქის არქიტექტურის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდობით, აცხადებს, რომ ოპონენტებს სურთ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა. 

 

პრესსამსახურმა გაავრცელა არქიტექტურის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია: 


„ნინოშვილის ბაღის მიმდებარე ტერიტორია, აღმაშენებლის 58 ა, მიწის ფართობი 350 კვ.მ. 2009 წლის 25 თებერვალს რობერტ ზივზივაძემ და ლალი ღონღაძემ შეიძინეს. 2014 წლის 23 იანვარს მიწის მიმდებარედ დარჩენილი ნაწილი 208კვ.მ საჯარო აუქციონის წესით შეიძინა თამაზ იჩქიტიძემ. 2014 წლის 16 აპრილს საჯარო რეესტრში ფიქსირდება, რომ თამაზ იჩქიტიძემ არის ორივე ფართობის მფლობელი და გააერთიანა მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდით 03.04.23.285 და თავის მფლობელობაში დაარეგისტრირა 558 კვ.მ. 2014 წლის 30 ოქტომბერს თამაზ იჩქიტიძემ მერიაში შემოიტანა პროექტი მშენებლობის ნებართვის მისაღებად. მან მერის #726 ბრძანებისის შესაბამისად მშენებლობის ნებართვა 2015 წლის 6 იანვარს მიიღო, სამშენებლო ნორმების დაცვით, რომელიც დადგენილია საქრთველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილებით. ნებართვის შესაბამისად განაშენიანების ფართი ტერიტორიაზე შეადგენს 443 კვ.მ. რაც შეესაბამება აღნიშნულ ზონაში დადგენილ k1 კოეფიციენტს. 2015 წლის 18 მარტს მერიამ გასცა სამშენებლო ღობის მოწყობის ნებართვა. "მშენებლობის სანებართვო ღობე სცილდება საკადასტრო საზღვრებს, 558 კვ.მ-ს. რადგან დაცული იყოს მშენებლობის დროს უსაფრთხოების ყველა ზომა. მშენებელს მიეთითა, რომ მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში დაზიანებული საზოგადოებრივი სივრცეების, ტროტუარისა და გამწვანების ნაწილი აღდგენილ იქნას პირვანდელ მდგომარეობაში მშენებლობის დასრულებისთანავე“. 

 

ერიის აქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, შენობა, პროექტის მიხედვით ნინოშვილის ბაღს დაცილებულია 10-11 მეტრით. თუკი მშენებლობის მიმდინარეობისას ტერიტორიაზე მოიჭრება ხე, მშენებელი დაისჯება კანონის შესაბამისად.

 

„აღნიშნული ტერიტორია არასოდეს ფიქსირდებოდა, როგორც სკვერი. მეტიც, აქ სატვირთო ავტომანქანების არარეგისტრირებული სადგომი იყო. ასევე შეშის სარეალიზაციო პუნქტი, რაც საერთო ჯამში ანტისანიტარიას ქმნიდა. ოპოზიციას ვურჩევთ, ფაქტებით ილაპარაკოს და არა დაუზუსტებელი ინფორმაციით“, – აცხადებენ მერიის არქიტექტურის სამსახურში. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2083
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია