საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საინტერესო მინიკონფერენცია ქუთაისის მე-40 საჯარო სკოლაში
2015/06/09 12:05:08

საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით წარმართავს მუშაობას N40 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ნესტან გრძელიშვილი. მოსწავლეები დაჰყავს . წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკა-მორფოლოგიის კაბინეტში, აცნობს ჰერბარიუმის უნიკალურ ნიმუშებს, ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ენდემურ ჯიშებს. 


2015
წლის 5 მაისს მისი ინიციატივით მე-10 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს მინიკონფერენცია თემაზეფიზიოლოგიის ფუძემდებლები“. მოსწავლეებმ: . გორგოძემ, . ხათრიძემ, . ქაშაკაშვილმა, . გვანცელაძემ, . წერეთელმა, . სულამანიძემ, . ჩუბინიძემ, . გაბუნიამ, . ვაშაყმაძემ, . გოქაძემ და . შარაშენიძემ საინტერესოდ წარმოადგინეს ქართველი და რუსი ფიზიოლოგების ცხოვრება და მეცნიერული მოღვაწეობა.


მოსწავლეთა შემოქმედებით კონფერენციაზე პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილდოებულმა არჩილ კორძაძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა გამარჯვებული ნაშრომიკოფეინის გავლენა ვირთაგვების ნერვულ სისტემაზე.“ 

 


ღონისძიებას ესთეტიური სილამაზე შესძინა ვაჟთა ტრიომ (. ჭანკვეტაძე, . ხათრიძე, . ხურციძე). მათ გიტარის თანხლებით შეასრულეს მელოდიური კომპოზიციები.
ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ უნივერსიტეტის ლექტორები, . კოკოჩაშვილის და . გოცირიძის აღზრდილი პროფესორები: . საკანდელიძე და . გორდაძე. მათ გაიხსენეს საყვარელი პედაგოგ- მეცნიერები, მათი დამსახურება ფიზიოლოგიის განვითარების საქმეში, მოიწონეს მინიკონფერენციის დონე და მადლობა გადაუხადეს მასწავლებელსა და მონაწილე ბავშვებს. დასასრულს სკოლის დირექტორმა ლია კუხიანიძემ შეაჯამა ღონისძიება და გამოხატა სურვილი, კიდევ უფრო გაღმავდეს თანამშრომლობა . წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1394
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია