დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სემინარი მშობელთათვის
2015/06/09 11:58:29

მოსწავლეთა სამართლებრივი განათლების პროექტის ფარგლებში ქალაქ ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ჩატარდა სემინარი მშობელთათვის თემაზე: „ბავშვი და მისი უფლებები“.


ღონისძიების მიზანი იყო მშობელთა სამართლებრივი აღზრდა და ჩაბმა სასკოლო ცხოვრებაში.


სემინარის ძირითადი საკითხები:


1.
ვინ ზემოქმედებს მოზარდზე?


2.
რას წარმოადგენს გარდამავალი ასაკი?

 

3. რა უნდა ვასწავლოთ მოზარდს?


4.
რა უფლება აქვთ მოზარდებს?


5.
როგორ გავაუმჯობესოთ ურთიერთობა შვილებთან?

 

სემინარში მონაწილეობენ:


1.
სკოლის დირექტორი: ლია კუხიანიძე


2.
სამოქალაქო განათლების მასწავლებლები: ვახტანგ შარადენიძე


3.
სკოლის მანდატურები: ბესო შეყრილაძე, რამაზ ხუხუა


4.
სამართალდამცავი- ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის ლეიტენანტი ბელა ლოლომაძე


5.
მე-7აბ, მე-9აბგ კლასების დამრიგებლები -ნები: .ბანცაძე, .ჯამბურიძე, .რუსაძე, , მე-5-მე-10 კლასების მოსწავლეთა მშობლები.


სკოლის დირექტორის მოადგილემ ია ჩინჩალაძემ მშობლების წინაშე წარმოადგინა მოსწავლეთა სამართლებრივი განათლების პროექტის მოკლე ანგარიში-პრეზენტაცია. მან აღნიშნა, რომ ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სწავლება სკოლაში ხელს უწყობს სტაბილური და ჰარმონიული ურთიერთობების დამყარებას საზოგადოებებს შორის, ტოლერანტობისა და მშვიდობის მნიშვნელობის გააზრებას. საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლებას ითვალისწინებს საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ პროგრამაში დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე. „ჩვენ , სკოლის დირექცია , პედაგოგები, მანდატურის სამსახური , ვქმნით სათანადო სასწავლო გარემოს . ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ სწავლება და სწავლა მიმდინარეობს ისეთ სასწავლო გარემოში, რომელიც თავად ეფუძნება ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. სკოლის მართვა ხორციელდება საყოველთაოდ აღიარებული ღირებულებებისა და პრინციპების გათვალისწინებით. ასევე მნიშვნელოვანია, სასკოლო საზოგადოებას, სკოლის ფარგლებში და მის გარეთ, გათავისებული ჰქონდეს ეს ღირებულებები და პრინციპები. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.“


სემინარზე საინტერესო პრეზენტაციებით გამოვიდნენ სკოლის მანდატურები: რამაზ ხუხუა და ბესიკ შეყრილაძე, კლასის დამრიგებლები: .რუსაძე, .ბანცაძე, .ჯამბურიძე. 


მანდატურმა ბესო შეყრილაძემ მშობლებს გააცნო მოსწავლეთა აგრესიის სახეები, აგრესიულობის ძირითადი მიზეზები, ძალადობა, ძალადობის სახეები, რა ელის მოძალადეს, რა ითვლება აკრძალულ ნივთებად სკოლაში, ცალკე გამოყო მავნე ჩვევები (ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, თამბაქოს წევა, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება , უცენზურო სიტყვებით საუბარი, ტოქსიკომანია, ინტერნეტდამოკიდებულება, კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება), რომელთაც მშობლები მთელი ძალისხმევით უნდა ებრძოლონ. 


მოზარდი თაობის სამართლებრივ პრობლემებზე ვრცლად ისაუბრა სამართალდამცავმა- ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის ლეიტენანტმა ბელა ლოლომაძემ., სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მოსწავლეთა სამართლებრივი ცნობიერების ჩამოყალიბების შესახებ მშობლებს განუმარტა პედაგოგმა ვახტანგ შარადენიძემ.


სემინარზე სიტყვით გამოვიდნენ მოსწავლეთა მშობლები. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლების მნიშვნელობა სკოლაში და ამ კუთხით პედაგოგების ადა მანდატურების მუშაობა შეაფასა სკოლის დირექტორმა -მა ლია კუხიანიძემ. 
სემინარის მონაწილეებმა ერთხმად აღიარეს , რომ ბავშვი-მასწავლებელი-მშობელი -მანდატურის სამსახური განუყოფელია!


თანამედროვე განათლების სისტემიდან გამომდინარე, ბავშვის უფლებების დაცვასა და განმტკიცებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია მშობელს მასწავლებელთან ერთად!


მივიღეთ მოსალოდნელი შედეგი: გაიზრდა მშობელთა სამართლებრივი ცნობიერება, ისინი დაგვპირდნენ, რომ უფრო აქტიურად ჩაერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში. მშობელები გაიგეს , რა შედეგი მოჰყვება და რა გავლენას მოახდენს მათი შვილების ცხოვრებაზე დანაშაულებრივი ქმედება და ამის გამო პასუხისგება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2498
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია